ნუ მწერ
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
18617
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მირზა გელოვანი
გამომცემლობა
"საბას" წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი „მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი (“თუშის ქალი წყაროზე”, 1936; “ფანდური”, 1938; “ცხრაკარა”, 1938; ბალადა “აონი”, 1937; “შავლეგო”, 1938 და სხვა). ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც (“ძმათა საფლავთან”, 1941; “მელოდე”, 1942; “მთაწმინდიდან სმოლენსკამდე”, 1943; “დედას”, 1943; “ჩემი ლექსები”, 1944 და სხვა).
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები