აიიქ
რეიტინგი
3.6 / 5
ნახვა
1300
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
გამომცემლობა
პაატა ციკოლიას წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
პიესა ჟანრით და სტილით ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებული ორი მოქმედებისგან შედგება. მოქმედებებს ერთმანეთთან არც ფაბულა აკავშირებს. ლოგიკურია კითხვა, რა საჭიროა მაშინ მეორე მოქმედება, თუკი ის არაფრით უკავშირდება პირველს? ამ, ერთი შეხედვით, უცნაურობის მიზეზი არის ის, რომ მეორე მოქმედების ამოცანა პირველ მოქმედებაში მონათხრობი, ერთმანეთთან ასევე დაუკავშირებელი ოთხი ამბის საერთო კონტექსტის დანახვის მცდელობაა, რომელმაც კომენტარი უნდა გააკეთოს პირველი მოქმედების ამბებზე და გააერთიანოს ისინი გარკვეულ მხატვრულ მთლიანობაში. მეორე მოქმედების ფსევდო დეტექტივი არასრულწლოვანი გოგოს მკვლელობის ამბავს ჰყვება და უპირისპირდება პირველი მოქმედების ოთხი ქალის ოთხ დამოუკიდებელ ისტორიას ვნებებსა და თავისუფლებაზე. მოძალადე საზოგადოების, საზოგადოებრივი აზრის და ბედისწერის წინააღმდეგ ამბოხებული ქალები და მოკლული გოგონას ცხედრის გარშემო შეყრილი ხალხი არის ამ პიესის პერსონაჟების უცნაური სია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები