ცეცხლოვანი მამლის წელიწადი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1005

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„რა ხდება სამყაროში მაშინ, როცა ცხოვრების რუკაზე საბედისწეროდ იცვლება ისრები – ზღვისპირა ქალაქში საომრად თურქეთიდან მუჰაჯირობის დროს გაქცეული აფხაზური ოჯახი ბრუნდება, მშობლიური ქალაქიდან კი მისი მკვიდრი შვილი, ქართველი მებრძოლი გარბის?!.. შესაძლებელია, ისრებმა კვლავ ერთმანეთისკენ იბრუნონ პირი?.. რა გამოცდა ელის ოდესღაც სამოთხედ წოდებულ მიწას, სადაც სამართალი დროებით საფარველს ამოეფარა? „ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ აფხაზეთის ომის ვრცელი და საგულისხო მხატვრული რეტროსპექტივაა. მასში ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება – უსამართლობა და ქაოსი, სიშლეგე, ექსტრემალურ ვითარებაში გამომჟღავნებული ადამიანური ბუნების კონტრასტები – უკიდურესი სიკეთე და უკიდურესი ბოროტება; ამ შემზარავად შთამბეჭდავ პანოს დოკუმენტური ნარატივი ამყარებს – ტექსტში მკაფიოდ ირეკლება რეალურ გმირთა პორტრეტები. თუმცა, რომანის უმთავრესი ღირსება არა მხოლოდ ომის ანატომიის აღწერა, არამედ მის შინაარსში გაცხადებული საიდუმლოა – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მისი შორი და ახლოხედვის ნიუანსები. თავად მწერლისთვის ეს საიდუმლო ყველაზე კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამ პირუთვნელი ცოდნით, მრავალპლანიანი პერსპექტივით, მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პატიოსნებით ქმნის მხატვრულ რეალობას, რომელშიც ქართველსაც და აფხაზსაც საკუთარი სათქმელის, ყოველგვარი წყენისა და ბრაზის მიღმა დაუნჯებული სიმართლის ამოკითხვა შეუძლია“, – ნინო სადღობელაშვილი.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-307-3
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები580
გამოცემის წელი2021