თვალი აგეხილება

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

737

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნი „თვალი აგეხილება“ აერთიანებს ცხრა სხვადასხვა ტიპის ნაშრომს, რომელთა მიზანი, ადამიანებისათვის არსებული რეალობის „სწორად“ ჩვენების მცდელობაა . ერთ-ერთი არის სათაურით „ჯოჯოხეთი არსებობს?“ სადაც საკითხი დაყენებულია ჯოჯოხეთის არარსებობის, იმ გაგებით რაც გავრცელებულია საზოგადოებაში. საკითხი საბოლოოდ ბიბლიაზე დაყრდნობით, რეალობის ჩვენებით ამოიწურება. „სიკეთე“ ეს მეორე ესეს სათაურია სადაც განხილულია რელიგიური სიკეთის ჭეშმარიტი რაობის საკითხი. ასევე მკაცრად არის გაკრიტიკებული მცდარი, მოჩვენებითი სიკეთის ფორმები. „რწმენის დაკარგვა“ აქ საუბარია თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავისი არასწორი შეხედულებებით, რწმენის უარყოფამდე მივიდეს. აქვე განხილულია რწმენის „სწორი“ გზებიც. „როგორ ვიშოვოთ მილიონი?“ ამ ესეში საუბარია თუ როგორ თავხედურად, მყვირალა სათაურებით ცდილობენ მკითხველის მიზიდვასა და მისგან ფულის ამოცლას, როგორც მწერლები ასევე კაზინოები და ტოტალიზატორები და აშ. გაკრიტიკებული და გამოაშკარავებულია მათი მანკიერი მისწრაფებები. „სიბრძნე რომელსაც სწორად ვერ ვხედავთ“ აქ საუბარია შოთა ღუსთაველის სიბრძნეზე „რასაცა გასცემ შენია; რაც არა, დაკარგულია!“-გადმოცემულია აღნიშნული სიბრძნის, სხვა და სხვა, საზოგადოებაში გავრცელებული განმარტებები რომელიც მეტნაკლებად თან ჯდება და თან ვერ ჯდება სიბრძნის კონტექსტში. ხოლო ბოლოს გამოთქმულია ავტორის განმარტება, რომელიც სრულად ავსებს სიცარიელეს. „თანამედროვე სიყვარულის გაგებისათვის“ ამ ესეს თემა მიმართულია ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებისაკენ, სადაც გაკრიტიკებულია თანამედროვე სიყვარულის „გარყვნილებისკენ“ გადადგმული ნაბიჯები კაცობრიობის მიერ. რომელიც სრულდება საბოლოოდ მოწოდებით წესიერებისადმი, საკუთარი თავისადმი.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-447-78-5
გამომცემლობაბექა წოწონავას წიგნები
გამოცემის წელი2022