მეორედ მოსვლა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2329
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირაკლი ქვარაია
გამომცემლობა
irakvara
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წიგნი არის, ავტორის, ავტობიოგრაფიული რომანის „ლუსტრაციის კანონის“ გაგრძელება, სადაც გრძელდება მთავარი გმირის, ახალგაზრდა თბილისელი კაცის, ბექა ქვათაძის ცხოვრების და საქმიანობის ისტორია. ამჯერად ის მოიცავს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობიდან, ვარდების რევოლუციამდე პერიოდს, რომელიც ზუსტად ემთხვევა ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას და მისი ხელისუფლების სათავეში მეორედ ყოფნის წლებს. ქვეყნაში არსებული უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბექას მრავალ ადგილას მოუწია მუშაობა, სადაც სრულიად სხვადასხვა მისწრაფებისა და გაქანების ადამიანებთან, მათ შორის ძალიან ცნობილ და ისტორიულ პიროვნებებთანაც მოუწია ურთიერთობა. ცნობილი მეცნიერების, მწერლების და სახელმწიფო მოღვაწეების გვერდით, განსაკუთრებით საინტერესოა ბექას უახლოესი ნათესავის, ცნობილი ქირურგის, მეცნიერებათა დოქტორის და „შავ სამყაროსთან“ ძალიან დაახლოებული პიროვნების, ჯიმშერ ბორჯაძის როლი მთელი რიგი სახელმწიფო დონის საკითხების გადაწყვეტაში. მან თავისი სიფრთხილით და გამჭრიახობით, საბაბი არ მისცა რუსეთის უშიშროებას და მის კვალში ჩამდგარ მათ ქართველ აგენტს, შანტაჟის გზით იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინათ. მოსკოვიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ხელისუფლებას. ბოლოს საქართველოს პარლამენტის წევრადაც კი იქნა არჩეული პარტიული სიით, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არჩევნების შედეგები გაუქმდა....
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები