დაბადების დღე
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
994
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინო სადღობელაშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ნინო სადღობელაშვილის რომანი „დაბადების დღე“ ორი მოზარდის, ტყუპის ძმების თავგადასავალს ყვება. ძმები მოულოდნელად გადაწყვეტენ, საკუთარ დაბადების დღეს პატარა ავანტურა მოაწყონ, ისინი შინიდან გარბიან და გზადაგზა აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ გაქცევას არც ისე უწყინარი მიზეზი ჰქონდა... ტექსტი ორშრიანია – ტყუპების მონოლოგს საგამოძიებო ჩვენებები ენაცვლება, სადაც უფრო მკაფიოდ იხატება არა მხოლოდ მოზარდი ძმების, არამედ გარემომცველი სამყაროს რთული სურათი. ეს არის ამბავი თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზე, მათ ტკივილზე, გაუცხოებაზე, სიყვარულის უნარზე, ეს საზოგადოების ამბავიცაა, რომელიც საინფორმაციო ეპოქაში გულშემატკივრის კი არა, მაყურებლის როლს ირჩევს; და ესაა სამშობლოს ამბავიც, რომელიც ყველასთვის სხვადასხვანაირად სასურველი და საძულველია, მით უფრო მაშინ, როცა მისივე საზღვრებში დევნილი ბავშვები საკუთარი დაბადების დღის დაბრუნებას გადაწყვეტენ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები