იტვირთება...

პირველი ადამიანი

ალბერ კამიუ

2021 წელი | აგორა
758 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
12
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ალბერ კამიუ მეოცე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, ჟურნალისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალია – რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი, ნოველების ავტორი. იგი დაიბადა ალჟირში 1913 წელს და გარდაიცვალა საფრანგეთში 1960 წელს საავტომობილო ავარიის შედეგად. ალბერ კამიუ მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში როგორც ჟურნალისტი. მიჩნეულია ომის შემდგომი პერიოდის დიდ მორალისტად. კამიუ თავისი ეპოქის უკომპრომისო მოწმეა, იგი აკრიტიკებს საბჭოთა ტოტალიტარიზმს, ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობისადმი უსამართლობას, იცავს ესპანელ ანტიფაშისტ დევნილებს, სტალინიზმის მსხვერპლთ და სხვ. ალბერ კამიუს შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს სამ ციკლს, ესენიაა: აბსურდი (რომანი „უცხო“, ესეი „სიზიფის მითი“, ორი პიესა „კალიგულა“ და „გაუგებრობა“), ამბოხი (რომანი „შავი ჭირი“, ესეი „ამბოხებული ადამიანი“, ორი პიესა „მართალნი“ და „ალყა“) და სიყვარული (რომანი „პირველი ადამიანი“...). სამწუხაროდ, მესამე ციკლის დასრულება მან ვერ მოასწრო. ალბერ კამიუს ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში. 1999 წელს, გაზეთ „ლე მონდის“ მიერ ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვით, ალბერ კამიუს რომანი „უცხო“ მეოცე საუკუნის საუკეთესო რომანად დასახელდა. „პირველი ადამიანი“ ალბერ კამიუს დაუსრულებელი რომანია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9728-1-2
სათაური:
პირველი ადამიანი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
თარგმანი:
ფრანგულიდან
მთარგმნელი:
გიორგი ეკიზაშვილი
გვერდები:
286
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
758
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]