ოქტომბერი
დღე პირველი.
ოქროსფერ ოქტომბრის შარა გზებზე, როცა აგვისტოს ჩრდილები საღამოობით დათარეშობდნენ.
პირველად გნახეთ.
წავიკითხე თქვენი აზრები.
რომელიც სულაც არ ჰგავდა_ პოლ ვალერის "აზრების წიგნს."
თქვენი ბევრად საინტერესო და ლამაზი იყო.
იდუმალი, როგორც ის ღამე.
ჩვენი ფიქრების ქარით მონაბერი.
რომ შემეძლოს ამ წერილს სახლის კართან დაგიტოვებდით...
როგორც კვალს თეთრ თოვლზე.
მე კი იისფერ კვალს ვტოვებ.
ამბობენ,იისფერ თოვლზე ეჭვები არ სჩანს.იფანტებიან...
დეკემბრის სუსხიან ჰაერში.სადაც სინაცრისფრე იისფერს ერევა.
ღამის ლამპიონიც ბჟუტავს.როგორც ჩემი სიზმრები...
სამეფო უბნის თეატრის უკან.
ფარდა.
ღამე
როცა გითხარით
რომ ვიცეკვებდი თქვენს ოთახში ბრამსის ჰანგებზე.
სხეულის ნაზი და ზუსტი მოძრაბებით,
ისე რომ მთვარის სპეკალს
ჩემი ჩრდილი გაეჭრა.
და ჩემი სხეულის ლამაზი ნაწილები.ჩრდილებად დაიდებდა ბინას.გრძელი წამწამებიც კი რომელსაც ყოველ დილით გაღვიძებისას ეხებით.თქვენი თვალის ჩრდილის წინ იდგებოდა.დახუჭავდა თვალებს.როგორც მორცხვი ცვილის თოჯინა.
ჩვენი ღამის საუბრებიც ბრამსის ცეკვას ჰგავს.
და შენ, ბრამსი გიყვარს.
***
თოვლიანი ღამის, ოთხ საათზე,
ხელები რომ გაგეყინებათ,
ნატიფი,თითქოს ლამაზი მაგრამ,მაინც ძლიერი.
მზერით გაგითბობთ.
ჰომ,შენი მზერაც ძლიერია,ვნებაგარეული.თუმც ბავშვური სიწითლე ახლავს თან,
მწველი აგვისტოს მზის.
ღამის ოთხია და შენ აღარ გცივა.
საკმარისზე მეტი თოვლი მივიღეთ,
ახლა გძინავს.
და გვერდით ჩემი საუბრები გიწყვია.
რომელიც საიდუმლოდ გაჩუქე..
ჩვენთვის სახსოვრად...
მეგობრობით და ასე შემდეგ....
წარმოვიდგენ, რომ არ მიყვარხარ
მაგრამ მაღვიძარა,რომელიც შენი წერილია დილით ჩემზე.
მახსენებს რომ
არსებობს დილით დაგვიანება.
შენი წერილების გამო.
რადგან სიყვარული არასდროს იხდის ბოდიშს ზიდოს საკუთარი დანაშაულები.დილიდან ღამემდე და განმეორებით.
ისე როგორც ნოემბრის ცხრამეტი იმეორებს ნაცრისფერ დილას და საღამოს.
ხუშთაბათია,გწერ გამოხვიდე
და შენც მოდიხარ დაბარებულივით.
საკუთარი სამყაროდან.
იმ სამყაროდან, სადაც ყოველ თაროზე სხვადასხვა გიწყვია.
და ამ ერთ ოთახში როცა საკუთარი სამყარო ყელში მოგიჭერს, პერანგს ატმისფერს,შეგიხსნი.
რომ ნოემბრიდან აგვისტოში გადავინაცვლოთ,
როცა სულაც არ ვიცნობდით ერთმანეთს.
შენ მითხარი რომ შენზე დავწერდი.
და ასეც მოხდა.
გამომიცანი, თითქოს გროსმაისტერმა.
შენს სიტყვებს არ ვენდობი.
შენს თვალებს ვენდობი.ამ სიტყვების წარმოთქმისას..
"ეს მე მეძღვნება"?
ამიტომ გიწერ ამ წერილს.
რევერანსი
ოქროსფერ ოქტომბრის შარა გზებზე, როცა აგვისტოს ჩრდილები საღამოობით დათარეშობდნენ.
პირველად გნახეთ.
წავიკითხე თქვენი აზრები.
რომელიც სულაც არ ჰგავდა_ პოლ ვალერის "აზრების წიგნს."
თქვენი ბევრად საინტერესო და ლამაზი იყო.
იდუმალი, როგორც ის ღამე.
ჩვენი ფიქრების ქარით მონაბერი.
რომ შემეძლოს ამ წერილს სახლის კართან დაგიტოვებდით...
როგორც კვალს თეთრ თოვლზე.
მე კი იისფერ კვალს ვტოვებ.
ამბობენ,იისფერ თოვლზე ეჭვები არ სჩანს.იფანტებიან...
დეკემბრის სუსხიან ჰაერში.სადაც სინაცრისფრე იისფერს ერევა.
ღამის ლამპიონიც ბჟუტავს.როგორც ჩემი სიზმრები...
სამეფო უბნის თეატრის უკან.
ფარდა.
***
ერთხელ, როცა დაგირეკე, საკუთარ თავზე ვიეჭვიანე.
რადგან ჩემს მეორე მეს უთხარი, რომ ძალიან კარგი გოგონაა.
ახლა დილით, როცა გაღვიძებ, მგონია, რომ ხმა სუსტი მაქვს,
რადგან მენატრება.
შენთან მოსვლა.
შენი ღამისფერი თვალების ნახვა.
იმ ღამეს რომ ჰგავს, როცა ერთად ვიძინებთ.
"ქურთუკს მოვიცვამ და მოვალ"-
-მცივა იჩქარე,
სწრაფად მოხვედი. იმდენად სწრაფად, რომ შავი თმების ტალღების სწრაფად რხევით მეგონა მთელს სამყაროს ააჩქარებდი.
იმ ფანჯარაში, საიდანაც იდუმალი "რომეოსავით" გსურს ყველასგან მალულად მოსვლა.
ჩემთან მოსვლა,მე კი, შენი გამოღვიძება.