ჩვეულებრივი ადამიანები

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

6311

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

კონელი და მარიანი ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში იზრდებიან. სკოლაში კონელი პოპულარულია, მარიანი კი მარტოსული გოგონაა, რომელმაც მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ თანაკლასელებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მარიანის სამზარეულოში უეცრად წამოწყებული უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო დიალოგის შემდეგ მათი ცხოვრება თავდაყირა დგება. „ჩვეულებრივი ადამიანები“ – ესაა ამბავი საერთო ინტერესებზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, ორი ადამიანის მხიარულ, ანდამატურ, რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ, მაგრამ არ გამოსდით. რომანში კარგად ჩანს, რამდენად რთულად იცვლება ადამიანი. წყვილის ურთიერთობას გამუდმებით თან სდევს გულგატეხილობა, სინანული, მონატრება, ბრაზი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულისგან გამოწვეული მღელვარება… ამ რთულ და დაბრკოლებებით სავსე გრძელ გზაზე სწავლობენ, რა არის სექსი, ძალაუფლება, ტკივილის მიყენების ვნება და აღტაცება იმის გამო, რომ ვიღაცას უყვარხარ და გიყვარს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-30-733-1
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები276
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიგურამ ღონღაძე
გამოცემის წელი2021