ჯონსონის დღიური
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
9321
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი ლოგუა
გამომცემლობა
შემოქმედებითი სამყარო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რას გააკეთებდით, რომ გცოდნოდათ დღეს სიცოცხლის ბოლო დღეა? რამდენიმე საათი გაქვთ დარჩენილი და უქმად გაატარებდით? თქვენი სიცოცხლე მალე დასრულდება და უნდა ეცადოთ რაიმე ღირებული გააკეთოთ, რაც დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ, ან საერთოდ არ გაგიკეთებიათ. ზოგი სიკვდილს მძინარე დაელოდება, მაგრამ ბევრი თავის საყვარელ ადამიანს ეტყვის, რომ ძალიან უყვარს, თუნდაც ვისაც აწყენინა პატიებას სთხოვს, მაგრამ აქსელ ჯონსონი ასე არ იქცევა. მას ძვირფასი არავინ ჰყავს, უცოლ-შვილოა და მას გონება მხოლოდ ამ საქმისადმი აქვს მიმართული, რამაც სიკვდილამდე მიიყვანა. მას სიკვდილის ფასად დაუჯდა მისი ბოლო გამოძიება, ბოლო იმედი იმისა, რომ ის გახსნიდა ამ საქმეს და დაიბრუნებდა იმ სახელს, რაც ნორვეიაში მყოფმა გაიფუჭა, როცა სასტიკად გააცურეს. ეს საშინელი მარცხი მის კარიერას დაღად ამჩნევია და მისი გამოსწორების მიზნით იღებს მკვლელობას, რომელიც ვოლსთრითზე მოხდა. მისი თავგადასავალი 22 სექტემბერს დაიწყო, როცა გვამი იპოვეს მაღალ სართულიანი შენობის უკან. მკვლელი თავისუფალია, აქსელი თავს ძალიან კარგად გრძნობს, უფრო მეტ სტიმულს ძველი საქმე აძლევს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები