იტვირთება...

საჯარო სამსახურის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები

ლაშა მგელაძე

1,284 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
39
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
1. გაინტერესებთ დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ სახელმწიფო მართვის/საჯარო სამსახურის სისტემის მოწყობის თვალსაზრისით რა სიტუაცია იყო საქართველოში? 2. დაინტერესდებოდით ინფორმაციით, თუ რა ტიპის რეფორმების გატარება მოხდა შექმნილი მძიმე ვითარების გამოსასწორებლად? 3. წაიკითხავდით თუ რა შედეგები მოჰყვა გატარებულ რეფორმებს და რა ტიპის პრობლემები დარჩა გადაუჭრელი/გადასაჭრელი? 4. გაეცნობოდით საჯარო სამსახურის მოწყობის როგორი მოდელები არსებობს თანამედროვე მსოფლიოში (როგორია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა)? 5. ნახავდით მოსაზრებებს, თუ როგორი ტიპის საჯარო სამსახურის სისტემა ჭირდება საქართველოს (როგორ საფუძველზე აწყობილი/როგორი ინსტიტუციური მოწყობის მოდელი იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური)? 6. გაეცნობოდით საჯარო სამსახურის სისტემის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის/უწყების სსიპ. საჯარო სამსახურის ბიუროსა და სსიპ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტიტუციურ სტრუქტურას, ფუნქციებს და უფლებამოსილებებს. 6.1. ნახავდით არსებულ/მოქმედ სისტემას პრაქტიკაში, აღნიშნული დაწესებულებების მაგალითზე? 6.2. დაინტერესდებოდით აღნიშნული ინსტიტუტების/უწყებების სრულყოფის შესახებ მოსაზრებებით (როგორც სტრუქტურული ისე ფუნქციური დახვეწის შესახებ რეკომენდაციებით)? 7. გაცენობით საჯარო სამსახურის დღეს არსებული მოდელის შესახებ მოსაზრებებს (2018 წელს, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმარულებით, არსებული თითქმის ყველა ნორმაიტული აქტის პრიექტი მიღებულ და დამტკიცებულ ინქა შესაბამისი ორგანოების მიერ-ძალაში შევიდა) ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე პასუხი, ავტორისეული დასკვნებითა და გადაჭრის/გაუმჯობესების გზების შემოთავაზებით, შეგიძლიათ იხილოთ 2018 წელს გამოცემულ წიგნში „საჯარო სამსახურის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები“. 2018 წელს წიგნი გატანილი იქნა ფრანკფურტის წიგნების ფესტივალზე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ლაშა მგელაძე - საჯარო სამსახურის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის საჯარო სამსახურის სისტემის მდგომარეობის შესახებ [ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე (2018 წლის 30 იანვარი) პერიოდს]. წარმოდგენილია ინფორმაცია საჯარო სამსახურის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განხილულია, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყნის საჯარო სამსახური დამოუკიდებლობის მიღებიდან პირველ ათწლეულში, რა ტიპის რეფორმები გატარდა სისტემის სრულყოფის მიზნით და რა შედეგები მოიტანა გატარებულმა ღონისძიებებმა. ასევე, მიმოხილულია მსოფლიოში არსებული პრაქტიკა. წარმოდგენილია ავტორის შეფასებები საჯარო სამსახურის ინსტიტუციურ მოდელთან, შრომით ურთიერთობებთან, ანაზღაურებისა და შეფასების სისტემასთან, საჯარო სამსახურში მიღებასთან, მოტივაციასთან, სწორად/ეფქტურად მართვის სტიმულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, განხილულია საჯარო სამსახურის მოწყობის პრინციპები/საფუძვლები და შემოთავაზებულია ავტორისეული ხედვა, თუ როგორ პირნციპებზე უნდა იქნას აგებული საჯარო სამსახური, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სისტემის ეფექტურობა და ქვეყნის განვითარების დაჩქარება. ასევე, შეფასებულია საჯარო სამსახურის სისტემის მარგეულირებელი ნორმატიული ბაზა; წარმოდგენილია ზოგიერთი საჯარო სამსახურის დაწესებულების ინსტიტუციური მოდელის ანალიზი და ავტორისეული მოსაზრებები მათი სრულყოფის თვალსაზრისით. ეფექტიანი, მოქნილი და კვალიფიციური, საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისათვის ავტორი გვთავაზობს საჯარო სამსახურის მოწყობის ჰიბრიდულ/შერეულ მოდელს (კარიერული და ღია/საკონტრაქტო სისტემის ნაზავი), რომელიც უფრო მეტად ღირსებაზე დაფუძნებული და ღია საჯარო სამსახურის მოდელის პრინციპებით იქნება გაჯერებული. ნაშრომი განკუთვნილია საჯარო სამსასახურის სისტემის მოწყობის პრობლემატიკით დაინტერესებული პირებისათვის. ასევე, ის შეიძლება საინტერესო იყოს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვისაც.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9607-1-0
სათაური:
საჯარო სამსახურის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
256
კატეგორია:
პროფესიული ლიტ.
ნახვები:
1284
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]