დასავლეთის სარკმლის ანგელოზი
რეიტინგი
4.7 / 5
ნახვა
3183
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გუსტავ მაირინკი
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„დასავლეთის სარკმლის ანგელოზი“ XX საუკუნის დასაწყისის ავსტრიელი მწერლის, გუსტავ მაირინკის უკანასკნელი რომანია, რომელიც 1927 წელს გამოიცა. რომანმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატსა და მარგარიტაზე“. რამდენიმე წლის წინათ ქართველმა მკითხველმა ავტორის პირველი რომანი, „გოლემი“ გაიცნო. „დასავლეთის სარკმლის ანგელოზი“ მრავალშრიანი რომანი-ფანტასმაგორიაა, სადაც მოქმედება მონაცვლეობით XVI საუკუნის ინგლისსა და XX საუკუნის დასაწყისის ვენაში, ძველი პრაღის ქუჩებსა და ჯურღმულებში, მისტიკურ, სარკისიქითა „მწვანე ქვეყანაში“ თუ ძველი პერგამენტის ფურცლებზე ხდება; სადაც ინგლისის დედოფალ ელიზაბეთისა და მისი ერთგული მაგისტრის, ჭეშმარიტების მარადი მაძიებლის, ბედკრული ჯონ დისა თუ სხვა ისტორიულ პიროვნებათა გვერდით ბნელეთის შემზარავ და მაცდურ ძალებსა და კაცთა მოდგმის უხილავ, ნათელ მცველებს ვხვდებით; სადაც ადამიანი შეიძლება საკუთარ თავად დარჩეს და, ამავდროულად, თავის წინაპრადაც გარდაისახოს, მის მიერ ვერგანვლილ გზას დაადგეს და მთელ თავის უძველეს მოდგმას ხსნად მოევლინოს; სადაც დროისა და სივრცის საზღვრები იშლება, ურიცხვი განზომილებები ერთ გორგლადაა გადახლართული და ერთი მცდარი ნაბიჯიც კმარა, რათა კეთილი და ბოროტი აგერიოს, ფეხი დაგიცდეს და მარადისობის უფსკრულში ჩაინთქა. რომანი უხვადაა დატვირთული ალქიმიური, კაბალისტური, ტანტრული მითოლოგემებით, რომლებიც კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოანალიტიკური კონცეფციის მიხედვითაა გაგებული. სიუჟეტის ცენტრში „წმინდა ქორწინების“ ალქიმიური სიმბოლოა, რომელიც ადამიანში მამაკაცურ და ქალურ საწყისთა გაწონასწორების წყალობით სრულყოფილი ანდროგინული პიროვნების შექმნას გულისხმობს - მიზანი, რომლის მისაღწევადაც ეპიკურ გმირს, კეთილშობილ რაინდს მახვილის გარდა საღი გონება და სპეტაკი სულიც სჭირდება და მრავალი მსხვერპლის გაღება და განსაცდელის დათმენა უწევს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები