გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

3647

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

პირველად ქართველი მკითხველისთვის - თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია ბუკერის 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“. ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-32-720-9
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები460
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელითამარ ჯაფარიძე
გამოცემის წელი2021