არაფერი ამიხდეს ცუდი

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1101

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

"... დილაობით ფრინველების გალობა მაღვიძებს. კვირა დღე მიყვარს, რადგან ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს ჩემი ოჯახი და ზარების აწკრიალებული ხმის მოსმენა ძალიან მიყვარს. მთელ ქალაქს ახსოვს, კვირა დღე ღმერთს რომ ეკუთვნის, არ დააგვიანებენ წირვა-ლოცვაზე დასწრებას. ყველა ადამიანი საქმეს გადადებს, მადლიერების ნიშნად ძღვენს მიართმევს უფალს, რომ ახალი დღე გაუთენა, დღეგრძელობა მომადლა, ენერგიულად აშრომა, კარგი მოსავალი მისცა, თავის დროზე გაუგზავნა წვიმა და სითბო, გაუმრავლა ოჯახი და ჯანმრთელობითაც დაასაჩუქრა. სრულიად ჯანმრთელია ქალაქი, ექიმიც კი არ არის საჭირო. თუ ვინმეს რამე პრობლემა გაუჩნდება, ლოცვებით მკურნალობენ. ჩვენს ექიმს საქმე რომ არაფერი ჰქონდა, სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, იმათთან, ვისაც მისი საჭიროება ჰქონდათ. "ღმერთის ქალაქი" უწოდა ხალხმა თავის საცხოვრებელ ადგილს. უფლის დანაბარებს პირნათლად ასრულებენ. უფალი კი რას ითხოვდა ჩვენგან? ბევრს არაფერს - ერთმანეთი გიყვარდეთ, არაფერი აწყენინოთ, აპატიე, თუ მაინც რამე დააშავა, სწორად ვერ მოიქცა, გულმოწყალება გამოიჩინე და დაეხმარე დაბნეულს, შეცდომილს სწორ გზაზე დადგესო. ჩემი ქალაქი შიშველს ტანსაცმელს აძლევდა, მშიერს-დააპურებდა, შეციებულს გაათბობდა, ღვთის სიბრძნით აღავსებდა და გულშიც ერთი მაგრადაც ჩაიხუტებდა. ასეთი იყო ჩემი ქალაქი, არავინ არავის ვნებდა, ბოროტებას არ გაუკეთებდა..." ამ პატარა სიკეთის ქალაქს ბოროტი დაესხმება თავს. საინტერესოა, რა მოხდება? - ამისათვის აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს პატარა, საინტერესო, მაგრამ მრავალიდეური მოთხრობა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
გამოცემის წელი2021