ტელეფას ცხვარი
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
5286
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირინა ტაბაღუა
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ლექსის წერა ჩვენს დროში საერთოდაც ჰგავს ალესილი სამართებლის პირზე სიარულს: იმდენი სიფაქიზე და ისეთი შინაგანი წონასწორობა სჭირდება იმ განცდების მკითხველამდე სწორად მიტანას, რაც განუწყვეტლივ თუხთუხებს კაცის გულში, რომ ძალიან ხშირად პოეტები სწორედ აქ მარცხდებიან, ამ ორი რამის – მხურვალე განცდებისა და მათი გამოხატვის ფორმათა დაბალანსებაში. საკვირველია, რომ ირინე ტაბაღუა თავისი შესანიშნავი პირველი წიგნით ისე გაივლის ჩვენ თვალწინ ამ ალესილ სამართებელზე, რომ არც მის ფრაზას, არც მის შინაგან წონასწორობასა თუ იმ ბალანსს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, ოდნავი ბორძიკი, სულ მცირე განაკაწრიც კი არსად დააჩნდება. ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში“, – გიორგი ლობჟანიძე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები