აკუმი

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

6750

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია (და რაკი ამ ბოლო წინადადებიდან საერთოდ არ ირკვევა, მაინც - როგორი, ამიტომ, გეთაყვა, გადმოაბრუნეთ წიგნი და პირველ გვერდზე გადაშალეთ. ნუთუ ის მაინც არ გაინტერესებთ, სიტყვა „აკუმი“ რას ნიშნავს?!).

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაინტელექტი
გვერდები494
გამოცემის წელი2020