იტვირთება...

სხვისი თამაში

სოფი თეილე

1,444 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბილლი მორგანი ბავშვთა თავშესაფარში იზრდება. მისი ოცნებაა გახდეს ნეიროინჟინერი და ინოვაციური გამოგონებით უკეთესობისკენ შეცვალოს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება. ბილლი საკუთარი გამოგონების გამოცდისას პირველი მოხალისე იქნება, პარალელურად კი სასიყვარულო ურთიერთობაში ებმება, რომელიც მოულოდნელად სრულდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სოფი თეილეს სადებიუტო რომანი ერთგვარი მოგზაურობაა უცხო და ამავდროულად მშობლიურ სამყაროში, რომელშიც ძნელია გაავლო საზღვარი წარმოსახვასა და რეალობას შორის. მრავალფეროვან სიუჟეტში გვხვდება სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებიც. ამერიკისა თუ აზიის კონტინენტებიდან ჭიქა ტვიშამდე რომის ერთ-ერთ კაფეში - მოქმედების არედ მთელი დედამიწა გვევლინება და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყანა ან ქალაქი, რაც ერთიანად აქცევს მთელ სამყაროს. ტექსტში წამოჭრილი ონტოლოგიური საკითხები: დრო, სიყვარული, შიში, თავისუფლება და ა.შ. (რაზეც ყველა ჩვენგანს მეტ-ნაკლები სიღრმით გვიფიქრია) უბრალო, ადამიანური ენითაა გაშლილი და ისინი ერთგვარ პერსონაჟებად გვევლინებიან ადამიანებთან ერთად, რაც ქმნის მკითხველის თანამონაწილეობის ძლიერ განცდას. პროტაგონისტი ბილლი, რაციონალური და ამავდროულად იმპულსური გოგონა, ხშირად დგება რთული გამოწვევების წინაშე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. მიუხედავად მისი გადაწყვეტილებების სისწორისა, ყოველთვის გრჩება განცდა, რომ იგი თავისუფალია. „ისტორიას დედამიწაზე უშიშარი გმირები ქმნიდნენ, რომლებსაც არაფრის და არავისი ეშინოდათ, რადგან თავისუფლების ყველა ნაწილი შეერთებული ჰქონდათ. გმირებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ - მათ ნანახი ჰყავდათ ფეხშიშველი ბავშვი, სახელად თავისუფლება...“ ეს არის წიგნი ადამიანად ყოფნის შესაძლებლობაზე, შესაძლებლობებზე, რაც ცხოვრების მანძილზე გვეძლევა და, წინააღმდეგობების მიუხედავად, არ უნდა დავივიწყოთ ის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-3305-2
სათაური:
სხვისი თამაში
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
გვერდები:
160
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
1444
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]