იტვირთება...

ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი“...

იმან ჰუმაიდან იუნისი

2020 წელი | ინტელექტი
1,301 ნახვა
4
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
11.6
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალის, იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი: ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“, მწერლის პირველი რომანია, რომელიც 1997 წელს გამოიცა. მისი მთავარი თემა ლიბანის თხუთმეტწლიანი სამოქალაქო ომია, რომლის ბრმა, უაზრო სისასტიკის თვითმხილველი და მოწმეც მწერალი თავად იყო. ომის პირისპირ დარჩენილი ქალები და მათი ემოციური სამყარო – ასე შეიძლება მოკლედ რომანის შინაარსის აღწერა. ტექსტი ოთხი ქალური ნარატივისგან შედგება, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი ნარატივები, რადგან მათი მთხრობელი ოთხივე ქალი სამოქალაქო ომში მოწინააღმდეგე კვარტლებად დაყოფილი ბეირუთის ერთი კორპუსის მაცხოვრებელი მეზობლები არიან, რომლებსაც თავ-თავისი ისტორია აქვთ და საკუთარი ანგარიშები ამ ომთან, თუმცა ისინი ამასთანავე ერთმანეთის ცხოვრების ნაწილებიც არიან და მათი ისტორიები ესაა ამბები ომზე და ერთმანეთზე – მკითხველის აღქმაში ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს უკავშირდებიან. ოთხივე პერსონაჟის ამბავი სუბიექტური ემოციების სარკეა და ამ სარკეში ეს ოთხი ქალი უმაკიაჟოდ, შეულამაზებლად, ნამდვილი სახით ეჩვენება და თავს ამახსოვრებს მკითხველს, დაუფარავად ესაუბრება მას თავის ყველაზე დაფარულზეც. მწერალი ქალი ამსხვრევს აღმოსავლელი ქალის სტერეოტიპულ იმიჯს როგორც რომანის გმირი ქალების ტიპაჟებით, ისე თავად, რომანის ავტორის ამპლუაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-175-8
სათაური:
ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი“...
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
თარგმანი:
არაბულიდან
მთარგმნელი:
დარეჯან გარდავაძე
გვერდები:
232
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
1301
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]