იტვირთება...

ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი

ჯაბა ზარქუა

2020 წელი | ინტელექტი
397 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8.4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რა ხდება „ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში“? ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი, რაც პანდემიურ ნიუსებს მიღმაა დარჩენილი და რაც ბევრად საინტერესოა, ვიდრე მშრალი სტატისტიკა დაავადების გავრცელების, სიმპტომებისა და თუნდაც ლეტალობის შესახებ. ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში მდებარე ერთი ჩვეულებრივი რვასართულიანი ხრუშჩოვკა ბედის მუხანათობით სრულიად უნიკალურ ექსპოზიციაში აღმოჩნდება და მთელი ქვეყნის ყურადღება მისკენ იქნება მიპყრობილი – ქვეყანაში პირველი შენობა-კარანტინი, რომელიც იზოლირებულია გარემოსგან. სიკვდილის წინაშე დარჩენილი წყვილი, რომელსაც წყვილიც ნაკლებად ეთქმოდა, რადგან რიგითი ეგზისტენციური პრობლემებით შეხვედროდნენ ამ ვითარებას და ის-ის იყო უკანმოუხედავად უნდა დაშლილიყვნენ, როგორც არაერთი რიგითი თბილისური წყვილი დაშლილა აქამდე და მომავალშიც დაიშლება, იწყებს პარანოიის მყიფე ზღვარზე მოძრაობას და თავიდან ბოლომდე ეშვება მძაფრ თავგადასავალში, რომელიც უჩვეულო და მოულოდნელად გარდაქმნილმა გარემომ განაპირობა. კორონა-კრიზისი მათ პირად კრიზისს ორგანულად ერწყმის და სრულიად მოულოდნელი მიმართულებით წარმართავს. წიგნი გახლავთ ერთგვარი გზამკვლევი თბილისურ ხრუშჩოვკებში გამოკეტილი თბილისური ახალგაზრდობის ეგზისტენციური თავგადასავლის შესახებ, სადაც შეხვდებით ყველაფერს, რაც ამ ადამიანებისთვის ძალიან ავთენტურია – დაწყებული კეტამინითა და ტექნოთი, დამთავრებული ქვეყნის პირველი პირით.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941312038
სათაური:
ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
246
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
397
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]