იტვირთება...

ოქტომბერი

ირმა შიოლაშვილი

2020 წელი | ინტელექტი
1,347 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5.8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„ძველი ამბები მომავლიდან იკვებებიან და მისი ცხოვრებაც ერთი გრძელი სპირალია – ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული, მეორეთი კი ჭრელა-ჭრულა წარსულს!.. ბევრს ეხარბებოდა ლირიკული გმირის დაფუძნება გერმანიაში და მისი გარეგნულად ასერიგად აწყობილი რეალობა? დაე სცოდნოდათ, რომ – „თევზების“ გულისტკივილისა არ იყოს – კალაპოტში მოცურავე მდინარეს ყველაზე დაუმორჩილებელი თევზები აბარია, რომლებიც ცხოვრებას უსიტყვოდ უმწარებენ!.. და დაე სცოდნოდათ, რომ ძალზე ძნელია დაუმორჩილებელი თევზების მწყემსვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსკერზე მფეთქავ სპირალს გარშემო უვლიან და ნანახსა და განცდილზე ვერ ლაპარაკობენ!.. მაგრამ მათ ნაცვლად პოეტი ამოთქვამს ამ ყოველივეს, ფსკერზე მფეთქავ სპირალს აქცევს ლირიკულ კრებულად და ოქტომბრის სიმბოლიკითა და შემოდგომის მზის მცხუნვარების გაელვებებითაც გათანგავს, გაელვებებით, ხელშესახებად რომ ათვალსაჩინოებს თითქოსდა სადღაც მიკარგულ წარსულს და ლირიკული ფიქრების მთავარ საყრდენად აქცევს...“, – როსტომ ჩხეიძე. „...სამშობლო არც ჭეშმარიტებაზე მეტია, არც ნაკლები – ირმა შიოლაშვილის პოეზიაში ის ჭეშმარიტების სინონიმია, რომელსაც მუდმივი ძიება და აღმოჩენა სჭირდება, რომელიც ყველაზე მყარი და ნამდვილია. ალბათ ამიტომაცაა ირმა შიოლაშვილის ლექსებში ძიების ვნება ასეთი მგზნებარე. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ ამქვეყნად ძიების ყველა ფაბულა საკუთარი თავის ძიების იდეამდე დადის, ირმას პოეზიაც ამ მაძიებლური ეპოსის ნაწილად წარმოგვიდგება.“ – ნინო სადღობელაშვილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-312-77-9
სათაური:
ოქტომბერი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
112
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
1347
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]