იტვირთება...

ექიმი გლასი

იალმარ სედელბერგი

266 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
შვედი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი იალმარ სედერბერგი დაიბადა 1869 წელს, სტოკჰოლმში. 1890-1891 წლებში სწავლობდა უფსალის უნივერსიტეტში. მწერლის პირველი რომანი - „აუხდენელი ოცნებები“ - რომელსაც პრესამ პორნოგრაფიული უწოდა, 1895 წელს გამოვიდა. სედერბერგი სულ 20-მდე რომანის ავტორია, რომლებიც შვედური ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის პუბლიცისტიკამ გაიტაცა (ილაშქრებდა ფაშიზმის წინააღმდეგ) და მხატვრულ ლიტერატურას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. მისი ბოლოდროინდელი რომანები: „უკანასკნელი წიგნი“ (Sista boken, 1942) და „რჩეული“ (Samlade verk, 1943) მწერლის სიკვდილის (1941, კოპენჰაგენი) შემდეგ გამოიცა. მწერალს ორი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავდა. უმცროსი ქალიშვილი ბეტი ცნობილი შვედი მსახიობი იყო. „ექიმი გლასი“ იალმარ სედერბერგის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც რამდენჯერმე იყო ეკრანიზებული (1942, 1968, 1979 და 2009 წლებში). *** წიგნში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. თხრობა ეპოქის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი - იგრძნობა დოსტოევსკის და ნიცშეს გავლენა, დეკადენტური განწყობილება, მომავალი გლობალური კატასტროფების წინათგრძნობა... მთავარი გმირი, ექიმი გლასი წერს დღიურს და გვიზიარებს თავის აზრს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტიურად განიხილება: აბორტი, ევთანაზია, მორალური ღირებულებების ცვალებადობა; აღწერს, როგორ იღებს პაციენტებს, რომელთა მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს: ზოგი უყვარდება, ზოგს თანაუგრძნობს, ზოგი არ მოსწონს და ზოგი სძულს კიდეც... თავდაპირველად მთავარი გმირი მოსაწყენი ადამიანისა და სოციოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ნელ-ნელა ამ საკუთარ თავში ჩაკეტილი პერფექციონისტის მიმართ მკითხველს უნებლიეთ სიმპათიაც კი უჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ეს თითქოსდა მშვიდი, თუმცა ამავდროულად ფსიქოლოგიურად დაძაბული, შინაგანი მუხტის მატარებელი რომანი სულ უფრო და უფრო გითრევს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდები სევდიანი, თუმცა ლოგიკური დასასრულის წინაშე.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9722-4-9
სათაური:
ექიმი გლასი
გამოცემის თარიღი:
2021
თარგმანი:
შვედურიდან
მთარგმნელი:
ეკა გუნთაიშვილი
გვერდები:
148
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
266
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]