ეშმაკის ლექსიკონი

რეიტინგი

3.2 / 5

ნახვა

2129

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ამბროზ ბირსი (1842-1913 ან 1914) სატირული და საშინელებათა ჟანრის მოთხრობებით გახდა ცნობილი. მისი რეპორტაჟები მუდამ დაუნდობელი სიმძაფრითა და მიუკერძოებლობით გამოირჩეოდა. პირად ცხოვრებაში უიღბლო მწერალი (მან მძიმედ განიცადა მეუღლესთან დაშორება, რომელიც მას შემდეგ მალევე გარდაიცვალა) სიცოცხლის მიწურულს მექსიკაში გაემგზავრა, სადაც იმხანად სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, და იქ გაურკვეველ პირობებში დაიღუპა. „ეშმაკის ლექსიკონზე“ ავტორმა 1868 წელს დაიწყო მუშაობა, როდესაც სან-ფრანცისკოში გამოცემული ჟურნალის "News Letter" სატირულ რუბრიკას უძღვებოდა. წიგნი პირველად 1906 წელს გამოიცა სათაურით „ცინიკოსის ლექსიკონი“, ხოლო 1911 წელს უკვე დღეს ცნობილი სათაურით გამოქვეყნდა. „ეშმაკის ლექსიკონი“ ანბანურად დაწყობილი ძალზე მწვავე სატირული აფორიზმებისა და ისტორიული ანეკდოტების კრებულია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. წიგნში მრავლადაა ვითომდა ცნობილ პოეტთა ლექსებიც, რომელიც სინამდვილეში თვით ამბროზ ბირსს ეკუთვნის. თუმცა წიგნის გამოცემიდან ას წელიწადზე მეტია გასული, ის დღესაც საოცრად აქტუალურია. ავტორი ულმობლად და დამცინავად ამხელს ადამიანის სისუსტეებსა და მანკიერებებს და მკითხველსაც აიძულებს, საკუთარ თავს ილუზიების გარეშე, უკიდურესად გულწრფელად შეხედოს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-487-74-3
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები360
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელითამარ კოტრიკაძე; ვასილ გულეური
გამოცემის წელი2020