იტვირთება...

თავისუფლებისგან გაქცევა

ერიხ ფრომი

2020 წელი | ინტელექტი
735 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ერიხ ფრომი (1900-1980) – ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი, ჰუმანისტი ფილოსოფოსი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. ფრომი, საუკუნის გარიჟრაჟზე, ფრანკფურტში, გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1934 წელს, ნაცისტური რეჟიმის აღზევებით განპირობებული საფრთხეების გამო, ფრომმა გერმანია დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო მოღვაწეობა. „თავისუფლებისგან გაქცევა“ პირველად 1941 წელს, სწორედ ამერიკაში გამოიცა. ეს ფრომის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომლის ძირითადი საკითხიც „თანამედროვე ადამიანისათვის თავისუფლების მნიშვნელობას“ შეეხება. ავტორი თავისუფლების შესახებ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ექსკურსს გვთავაზობს – ისტორიულად საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და არის კი თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა? ამ და სხვა უაღრესად საინტერესო კითხვებზე პასუხისას ავტორი გამორჩეული ოსტატობით იყენებს ფსიქოანალიტიკური თეორიის მიგნებებს როგორც ინდივიდის შინაგანი, აგრეთვე ფართო სოციალური პროცესების ასახსნელად, გვაჩვენებს რა ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პირობები შეიძლება უსწრებდეს წინ თავისუფალი საზოგადოების ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნას, რა განაპირობებს ამა თუ იმ რელიგიური დოქტრინისა თუ იდეოლოგიის, ან თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის მიმართ ადამიანების მორჩილებას. ახლა, როდესაც საფრთხეები, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას ემუქრება, კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ხოლო ახალი და მეტად გამოცდილი დემოკრატიული სისტემები თანაბრად დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-207-6
სათაური:
თავისუფლებისგან გაქცევა
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
მედეა რუსიშვილი
გვერდები:
360
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
735
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]