ეჰ, ბესარიონ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3241

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ მისი შემოქმედებითი თვითმყოფადობის, მისი განსაკუთრებული და უნიკალური პოეტური ხელწერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც თავად ბესიკ ხარანაულმა „პროზისა და პოეზიის პირშესაყარი“ უწოდა და რომელიც მხოლოდ მისი შემოქმედებითი ხელწერა, მისი ავტონომიური მხატვრული სივრცეა. წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა პანდემიის პერიოდში დაიწერა. ის სიმძიმე, რაც დედამიწამ ამ თვეების განმავლობაში გამოიარა, მკაფიოდ ატყვია ამ პოეზიას, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც ავტორი იზოლაციის პირობებში აღმოჩენილ ადამიანს სთავაზობს. მით უფრო, თუ ამ იზოლაციას უფრო გლობალური ფილოსოფიური კუთხით გავიაზრებთ და მას არამხოლოდ პანდემიების, არამედ ზოგადად, ადამიანური ყოფის კრიზისადაც მივიჩნევთ. ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ სწორედ ამ კრიზისის კონტრაქციაა, იდეალისა და სინამდვილის პირშესაყარზე მიღებული პოეტური გამოცდილების ერთგვარი მანიფესტია, რომელიც ყველა დროში, ყველანაირი სირთულეების და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მკითხველს/ადამიანს სთავაზობს ჭეშმარიტ პოეტურ ფიქრს – როგორც გამოსავალს, როგორც გზას, საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნებისკენ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941311994
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები212
გამოცემის წელი2020