იტვირთება...

გერმანული მარწყვის სურნელი

გია ჰერელი

2021 წელი | ჰერელი
919 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჩვენმა გმირებმა გერმანიაში დასაქმებაზე სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ-რეგისტრაცია გაიარეს და სასურველ ზარს ელოდებიან. ისინი ცდილობენ სამი თვით მაინც გაექცნენ სიდუხჭირეს, დაგროვილ ვალებს, უიმედობას... იქ მთელი მონდომებით იმუშაონ, სამშობლოში დაბრუნდნენ და ცხოვრება ცოტა მაინც წელგამართულად გააგრძელონ. ყველა მათგანს განსხვავებული წარსული და აწმყო აქვს, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ - ევროპული დასაქმების პერსპექტივა და, ასევე, დიდებული გერმანული ხელოვნება, ლიტერატურა - ორივე მკაცრ სამყაროში გადარჩენასთან, სიცოცხლის ღირსეულად გაგრძელებასთან წილნაყარია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„დონკიხოტის“ შემდეგ ჩემზე არცერთ წიგნს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია, როგორც რემარკის „სამ მეგობარს“. აკი გითხარი, ჩემი შეყვარებული მაგდა გერმანიაში რობი ლოკამპსა და პატრიცია ჰოლმანზე დაწერილი ლექსით გავაცილე. მეც ასეთივე წმინდა სიყვარულს ვნატრულობდი, როცა გარშემო სიბნელე და სიცივე სუფევდა. ალბათ მაშინვე ვგრძნობდი უკვე, მეც „დაკარგული ქართველების თაობას“ ვეკუთვნოდი, მაგრამ ჩემთვის მაინც გოტფრიდ ლენცი იყო ყველაზე მაგარი კაცი, სულით იდეალისტი, აი რომ ვერავინ და ვერაფერი გაუტეხავს რწმენას ცხოვრებაში. ამ წიგნიდან შეგრძნებები თვეობით გამომყვა და მძიმე წუთებში მათბობდა, მეტი სიცოცხლისკენ მიბიძგებდა. „შესაძლებელია ჩვენ ცოცხლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ვიცხოვრებთ კია? ჩვენ მივუგებთ-დაღლილები, შინაგანად განადგურებულები, გაუდაბნოებულები, ყველასთვის უცხოები, იმედდაკარგულები. ჩვენ უკვე ვერ შევძლებთ ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნას“ - როგორ შეიძლებოდა ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ არ გებრძოლა ისევ და ისევ ნამდვილი, უღალატო მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, პატრიცია ჰოლმანის მარადიული ხსოვნისთვის. ჰოდა, მეც ვიბრძოლე და ასე მოვედი დღემდე. მადლობა ამისთვის დიდებულ რემარკს და მის „სამ მეგობარს“, „ტრიუმფალურ თაღს“, „შავ ობელისკს“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია-ს“, „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისას“... „წამის სიხარული - აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს; ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში; ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც; ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს; გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან; ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები; ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა; ძალაუფლება ყველაზე უფრო გადამდები სნეულებაა დედამიწაზე; ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა; სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით; დედამიწაზე ყველაფრისათვის არის ადგილი, მხოლოდ ადამიანებს ადგილი ვერ მოიძებნა; იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავს სიკეთის ცეცხლი; მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს; მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. დრო სწრაფმავალია. გაძლება - აი რა არის მთავარი; საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს“, - დრო გავა, უშორეს მარადისობას შემორჩება რემარკის ნაფიქრალი დიდებული სიტყვები.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
გერმანული მარწყვის სურნელი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
გვერდები:
67
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
919
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]