ღამის ხმები

რეიტინგი

3 / 5

ნახვა

1911

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

რომანი „ღამის ხმები“ ანატოლიაში მცხოვრები მდიდარი ორთაჩლიების ოჯახური საგაა, რომელიც მოიცავს ოთხი თაობის ისტორიას. მოქმედება ძირითადად ვითარდება ანატოლიაში, ბოზოვას მამულში, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე. ორთაჩლიების მდიდრული სასახლე თავისი ბინადრების უამრავ საიდუმლოს, ინტრიგასა თუ სასიყვარულო ამბავს ინახავს. ორთაჩლიების ოჯახის მაგალითზე კარგად ჩანს ამ პერიოდში თურქეთში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური ბატალიები და გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები რა გავლენას ახდენდა მაშინდელ საზოგადოებაზე, თაობებს შორის ურთიერთობებზე. რომანში მრავლადაა მოთხრობილი სხვადასხვა პერსონაჟის ისტორიები, რომელთა ლოგიკური დასასრულიც ხდება დედის უჯრაში ქალიშვილის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი დღიურით გამჟღავნებული საიდუმლო, რაც პასუხს ცემს ყველა კითხვას და თავდაყირა აყენებს მკითხველის ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ განწყობას. რომანი თავიდანვე დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა, თუმცა ბოლო წლებში აიშე ქულინმა გაიზიარა ელიფ შაფაქის ბედი და გამოუჩნდა კრიტიკოსებიც, რომლებიც მწერალს პედოფილიის ამსახველი მომენტების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941968679
გამომცემლობასაქართველოს აკადემიური გამომცემლობა-Academic press of Georgia
გვერდები305
თარგმანითურქულიდან
მთარგმნელირუსუდან ხომერიკი
გამოცემის წელი2020