რევოლუციები
რეიტინგი
2.5 / 5
ნახვა
2423
ყველა პაკეტი
ანოტაცია
„რევოლუციები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც წარმატებული ლიტერატურული დებიუტიდან ორმოცი წლის თავზე დაიწერა. მთავარი გმირის – ჟან მაროს თავგადასავალი ძალიან ჰგავს მწერლის ბიოგრაფიას: ორივე ერთდროულად ინგლისელიცაა და ფრანგიც, ორივეს ბრეტონელი წინაპრები ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ილ-დე-ფრანსზე დასახლდნენ, რომელსაც შემდგომ მავრიკია ეწოდა; ორივემ ბავშვობა ნიცაში გაატარა, სადაც, თავისუფლებას მიჩვეულებს, უჭირდათ სკოლის გარემოსთან შეგუება; ორივემ, ალჟირის ომის დროს სამხედრო სამსახურიდან თავდაღწეულმა, ინგლისს შეაფარა თავი; ორივე მექსიკაში წავიდა; ორივე კაბილიელზე დაქორწინდა... ნაწარმოების მთავარი გმირი ჟან მარო პაპიდა კატრინის მონათხრობების წყალობით (პაპიდისა, რომელიც „ოჯახის მეხსიერების და საიდუმლოებების უკანასკნელი მცველია“), თვითონვე ხდება ამ „განძის“ მცველი, რომელიც შთამომავლებს უნდა გადასცეს. იგი ერთ-ერთი რგოლია ამ ოჯახის მეხსიერების ჯაჭვში. ლე კლეზიო მისთვის ჩვეული ჰუმანიზმით აღწერს ურთიერთობებს თაობათა შორის. მისი გმირისთვის „უცხო“ არავინაა, მისი თვალთახედვის არეში ხვდება ყველა დაჩაგრული, ყველანაირი უსამართლობა. ის, მისი წინაპრების მსგავსად, ცდილობს ამ „რევოლუციებსა“ და არეულობებში მთავარი – ღირსება, სამართლიანობა და ადამიანის სიყვარული – შეინარჩუნოს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები