სხვაგვარი ბავშვობა. ჩემი გზა აუტიზმიდან
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
7726
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირის იოჰანსონი
გამომცემლობა
მარინა ბულია
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
1945 წელს შვედეთში დაბადებულ ირის იოჰანსონს დღეს ალბათ აუტიზმის უმძიმეს ფორმას დაუდგენდნენ. მაგრამ საკუთარი უძლიერესი ნებისა და მამის არაჩვეულებრივად სწორი მოპყრობის წყალობით, მან მოახერხა პრობლემების დაძლევა. დღესდღეობით იგი ცნობილი ექსპერტია კომუნიკაციის სფეროში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, ალბანეთი, რუსეთი) ასწავლის იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებთან, ფსიქოტურ პაციენტებთან მუშაობენ. იგი ასევე უწევს კონსულტაციებს სამკურნალო პედაგოგიურ დაწესებულებებს, მუშაობს აუტისტური ბავშვების მშობლებთან. ირის იოჰანსონს ეკუთვნის რამდენიმე ავტობიოგრაფიული ნაშრომი, აგრეთვე წიგნები კომუნიკაციის შესახებ. მას არაერთი ინტერვიუ აქვს მიცემული აუტიზმისა და ურთიერთობის ხელოვნების შესახებ. წინამდებარე ბროშურაში გთავაზობთ ირის იოჰანსონის წიგნის ,,სხვაგვარი ბავშვობა. ჩემი გზა აუტიზმიდან" ბოლო თავის ქართულ თარგმანს. აქ ავტორი პასუხობს აუტისტური ბავშვების მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. ამ პასუხებიდან შეგვიძლია ჩავწვდეთ ამგვარი ბავშვების ბუნებას, ასე ვთქვათ, შიგნიდან დავინახოთ მათი მდგომარეობა, გავუგოთ მათ და ვიხელმძღვანელოთ ამით მათთან ურთიერთობისას. ირის იოჰანსონის კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები სასარ-გებლოა არა მარტო აუტისტური, არამედ ნებისმიერი ბავშვის მშობლებისათვის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები