იტვირთება...

მრისხანების მტევნები

ჯონ სტაინბეკი

2019 წელი | ინტელექტი
595 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
11.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის რომანი „მრისხანების მტევნები“ 1939 წელს გამოიცა. წიგნი გამოსვლისთანავე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. კონსერვატორები ავტორს კომუნისტობას სწამებდნენ, ამერიკული ინდივიდუალიზმის უარყოფაში სდებდნენ ბრალს; მიწათმფლობელებსა და მსხვილ მეწარმეებს მშრომელთა შეგულიანება აფრთხობდათ; მშობლები და მასწავლებლები ენას უწუნებდნენ; მრევლი მკრეხელობის, ძალადობისა და გარყვნილების წაქეზებას აბრალებდა. რომანი იმავე წელს აიკრძალა, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქალაქში საჯაროდ დაწვეს კიდეც. თუმცა ამ ყველაფერმა წიგნს უდიდესი პოპულარობა მოუპოვა: 1939 წელს „მრისხანების მტევნები“ ბესტსელერი გახდა, 1940-ში ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო, იმავე წელს კი პულიცერის პრემია დაიმსახურა. 1962 წელს, როდესაც ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიანიჭეს, კომიტეტმა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად „მრისხანების მტევნები“ დაასახელა. რომანში მოვლენები „დიდი დეპრესიის“ ფონზე ვითარდება. მცდარი ეკონომიკური გათვლის, უმძიმესი კლიმატური პირობებისა თუ სხვა მიზეზთა გამო მილიონობით ამერიკელი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საკუთარი მიწებიდან აყრილი, ღირსებაშელახული ხალხი სარჩო-საბადებლის საძიებლად სამხრეთ-დასავლეთიდან „აღთქმული მიწისკენ“ – კალიფორნიისკენ დაიძრა. ჯოუდების მრავალრიცხოვანი ოჯახი ერთ-ერთი მათგანია. დამქანცველი, ფათერაკებით სავსე, დაუსრულებელი გზა და ბოლოს „აღთქმული მიწა“, სადაც ჯოუდებს არავინ ელის, არავის სჭირდება. სიღატაკე, შიმშილი, გარშემო გამეფებული დაუნდობლობა, მტრობა და ვერაგობა ვერ ერევა ჯოუდებს. ისინი ერთად დგანან, არ ნებდებიან, იბრძვიან. მათი ცხოვრება ერთი დიდი საგაა, სადაც გათითოკაცებას ერთიანობა სძლევს, მტრობას – სიყვარული, სიხარბეს – სიკეთე და ხელგაშლილობა... წიგნი გამოიცა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-310-66-9
სათაური:
მრისხანების მტევნები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
ლალი ყუშიტაშვილი
გვერდები:
632
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
595
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]