იტვირთება...

ქვიშის სახლის ზღაპარი

ოლანი ბიწაძე

2,314 ნახვა
5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ქვიშის სახლის ზღაპარი" არის ამბავი გოგონაზე, რომელიც ერთი გამოგონილი ქალაქიდან მეორე გამოგონილ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. თუმცა არც ისაა შემთხვევითი, რომ საცხოვრებელს იცვლის და არც ის, რომ კონკრეტულად იქ მიდის, სადაც მისთვის ყველაზე საყვარელი რამაა, ანუ ზღვა. ნაწარმოებში საერთოდ არაფერი ხდება შემთხვევით და მის მთავარ გმირსაც მიუხედავად იმისა, რომ აკვირვებს მის ცხოვრებაში მომხადარი უცნაურობები, სჯერა, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ყველა ამ უცნაურობაზეა პასუხისმგებელი, ვინც ყველაფერს წინასწარ გეგმავს და ვისთან შეხვედრაც კატოს (მთავარი გმირის) ცხოვრებისეული მიზანია. ახალ ქალაქში კატო ხვდება ადამიანებს და არა მარტო ადამიანებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან მისი გარდაცვლილი ბებიის ზღაპრების პერსონაჟებს და ამ მსგავსების დასანახად ამბავში შიგადაშიგ სწორედ ეს ზღაპრებია ჩართული. კატოს ბებიის ზღაპრები ერთგვარი ინტერტექსტების როლს ასრულებენ და, ამავდროულად, მათი დამოკიდებულება მთლიან ნაწარმოებთან შეგვიძლია განვიხილოთ ჰიპერტექსტისა და ჰიპოტექსტის ურთიერთობად, რომლის მიხედვითაც, ამ ზღაპრებში მომხდარი ისტორიების ტრანსფორმირება ხდება ახალ ტექსტში, ეს ახალი ტექსტი კი კატოს ახალი ცხოვრებაა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"ქვიშის სახლის ზღაპარი" არის ამბავი გოგონაზე, რომელიც ერთი გამოგონილი ქალაქიდან მეორე გამოგონილ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. თუმცა არც ისაა შემთხვევითი, რომ საცხოვრებელს იცვლის და არც ის, რომ კონკრეტულად იქ მიდის, სადაც მისთვის ყველაზე საყვარელი რამაა, ანუ ზღვა. ნაწარმოებში საერთოდ არაფერი ხდება შემთხვევით და მის მთავარ გმირსაც მიუხედავად იმისა, რომ აკვირვებს მის ცხოვრებაში მომხადარი უცნაურობები, სჯერა, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ყველა ამ უცნაურობაზეა პასუხისმგებელი, ვინც ყველაფერს წინასწარ გეგმავს და ვისთან შეხვედრაც კატოს (მთავარი გმირის) ცხოვრებისეული მიზანია. ახალ ქალაქში კატო ხვდება ადამიანებს და არა მარტო ადამიანებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან მისი გარდაცვლილი ბებიის ზღაპრების პერსონაჟებს და ამ მსგავსების დასანახად ამბავში შიგადაშიგ სწორედ ეს ზღაპრებია ჩართული. კატოს ბებიის ზღაპრები ერთგვარი ინტერტექსტების როლს ასრულებენ და, ამავდროულად, მათი დამოკიდებულება მთლიან ნაწარმოებთან შეგვიძლია განვიხილოთ ჰიპერტექსტისა და ჰიპოტექსტის ურთიერთობად, რომლის მიხედვითაც, ამ ზღაპრებში მომხდარი ისტორიების ტრანსფორმირება ხდება ახალ ტექსტში, ეს ახალი ტექსტი კი კატოს ახალი ცხოვრებაა. ,,ქვიშის სახლის ზღაპარი“ არის ადამიანურ სისუსტეზე - გაექცნენ არასასურველ რეალობას; ურთიერთობებზე - მშობლებსა და შვილებს, და - ძმებს, მეგობრებს, ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანებს შორის; დამოკიდებულებებზე - ლიტერატურასთან, თუ ზოგადად ხელოვნებასთან; ცნობისმოყვარეობაზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მომავლის მიმართ და კითხვებზე იმის შესახებ, რამდენად თავისუფლები არიან ადამიანები გადაწყვეტილებების მიღებისას და მართლა ხომ არ არსებობს ვიღაც, ვინც ჩვენს ნაცვლად იღებს ყველა გადაწყვეტილებას, აკეთებს ყველა არჩევანს და ამას ისე ახერხებს, რომ გვაფიქრებინოს, თითქოს ყველაფერი ჩვენი ჩარევით ხდება. ამ ეჭვებს კატოს ახალ ქალაქში გაცნობილი ადამიანები კიდევ უფრო უმძაფრებენ, იქნება ეს უსახელი ავტორი, რომელიც თავისი ნაწარმოების წაკითხვას დაჟინებით სთხოვს, თუ გოგონა, რომელიც ხშირად ისეთ ცოდნას ამჟღავნებს კატოს ცხოვრების შესახებ, რომელიც თვითონ კატოს მისთვის არასდროს გაუზიარებია. კატო ცდილობს, ამოხსნას ამოცანა ყველაფრისმცოდნე ადამიანის რეალურად არსებობა - არარსებობის შესახებ და მისი ამოხსნის შემდეგ გადაწყვიტოს, დაუპირისპირდეს თუ არა მას. ეს ძიება კატოს არა მარტო იმ კითხვის პასუხამდე მიიყვანს, თუ ვინ განაგებს მის ცხოვრებას, არამედ ბავშვობაში ბებიისგან მოსმენილი მორიგი ზღაპრით გაჩენილი გაურკვევლობის გარკვევამდეც. თუ თქვენც გაინტერესებთ, იპოვა თუ არა კატომ ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებას წინასწარ გეგმავს, თუ ამ ადამიანმა თვითონ იპოვა კატო; თუ გაინტერესებთ, ვინ ცხოვრობს ქვიშის სახლში, ან რატომ იტყუებიან ადამიანები, მაშინ ეს ამბავი უნდა წაიკითხოთ და რაც მთავარია, დაიჯეროთ, რომ ზღაპრები შეიძლება ხშირად ფანტასტიკურ და დაუჯერებელ მოვლენებზე მოგვითხრობს, მაგრამ ისინი ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს და ჯადოსნურს ხდიან. პატარა ტყუილების დაჯერება კი ისაა, რაც ყველა ადამიანს ხანდახან მაცოცხლებელი ძალასავით სჭირდება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ქვიშის სახლის ზღაპარი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
2314
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]