ნაწვიმარზე
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
3088
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
უილიამ ტრევორი
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ინგლისურენოვან სამყაროში უილიამ ტრევორი (1928-2016) თანამედროვეობის უდიდეს მწერლადაა აღიარებული მოთხრობის ჟანრში. მართალია, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ინგლისში გაატარა, მაგრამ თავისი ნაწარმოებებისთვის მასალის მოსაძებნად გამუდმებით მშობლიურ ირლანდიას უბრუნდებოდა. „ნაწვიმარზე“ თორმეტი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულია. მათი გმირები ირლანდიის პროვინციული ქალაქებისა და ფერმების მკვიდრი უბრალო, უმნიშვნელო ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაც სავსეა შიშით, იმედგაცრუებით, სინანულითა და, რაც ყველაზე თვალში საცემია, უკიდეგანო მარტოობით. ყოველდღიური მძიმე საზრუნავი, ხშირად კი უბადრუკი აზრები და ცრურწმენები ამ ადამიანებს აიძულებს, შეეგუონ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და არც ეძებონ გამოსავალი, ზოგჯერ კი, თითქმის გაუცნობიერებლად, ბოროტებაც ჩაიდინონ... ყოველივე ამას მწერალი ძუნწად და გულწრფელად გვიხატავს და, თავად თითქოს გულგრილი, ღრმად სწვდება მკითხველის გულს. უილიამ ტრევორი პირველად გამოიცემა ქართულად.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები