რობოტების ყვავილები
რეიტინგი
2 / 5
ნახვა
1403
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი შონია
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კრებულისათვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა. „გიორგი შონია. პოეტური ბიო: დაიბადა ზუგდიდის ბაზრობასთან ახლოს. ბავშვობაში აგროვებდა ტკივილებს, როგორც ბოთლებს. დააგროვა და დაიწყო მათზე ლექსების წერა. ისწავლა საკუთარ ენაზე ლაპარაკი. უჭირდა მნიშვნელობის მოხელთება, მოუხელთებელი რჩებოდა სამხრეთამერიკული სერიალების ჰეფი ენდივით, მაგრამ იცოდა, რომ ისე ჰაერივით სჭირდებოდა, როგორც პატარა ერებს მტრის ხატი. დროულად მოახდინა თვითკმაყოფილების ზღუდეების მინგრევ-მონგრევა და ხიდების გადება მასსა და სამყაროს მოლიპულ კედელს შორის. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოაყალიბა სურვილი, რომლის მიხედვით, მას უნდა, ამ ლექსმა ასი წელი გაძლოს, რომ იგი რობოტებმა წაიკითხონ და მატრიცებიდან ჩამოეწვეთოთ ცოტაოდენი ვნება. „რობოტების ყვავილები“ არის ჩვენი საუკუნის, ჩვენი დღეების საქართველოს ნამდვილი პოეტური ტექსტი. აქამდე ჩვენს პოეზიაში მეოცე-ოცდამეერთეს ზღურბლი იყო გაწელილი. ამ პატარა და სასტიკმა პოემამ, ჩემი აზრით, როგორც იქნა, განწირულის სულისკვეთებით „უფლებებში შეიყვანა“ ეს საშინელი, უიმედო, მაგრამ მაინც ყვავილოვანი ოცდამეერთე საუკუნე“. – ლევან ბერძენიშვილის ბოლოსიტყვაობიდან
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები