თამაში რიოში მარგალიტებით
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
6692
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰერმან ჰესე
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს. ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება. ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთიერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „Apple“ ჰქვია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები