ფერფლი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3091
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თამარ ბართაია
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თამარ ბართაიას მკითხველი იცნობს, როგორც წარმატებულ დრამატურგს. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ. გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული. არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“. „ფერფლი“ თამარ ბართაიას პირველი რომანია. თავსდამტყდარი უბედურების გამო ახალგაზრდა ქალს ზურგს შეაქცევენ. მისი ოჯახის ტრაგედიის მიზეზიც ეს ინციდენტი ხდება. ქალი ცდილობს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას და თითქოს ახეხებს კიდეც, მაგრამ იმედგაცრუებების სერია არ მთავრდება, საბოლოოდ კი საკუთარ ქვეყნაზე განაწყენებული ემიგრაციაში მიემგზავრება, ეუფლება ახალ პროფესიას და საკმაოდ წარმატებული ხდება. მიუხედავად არაერთი მამაკაცისა მის ცხოვრებაში, გულში მხოლოდ ერთის სიყვარულს ატარებს. მისი ყოფა სავსეა მოულოდნელობებით, ბოლოს კი კვლავ არჩევანის წინაშე დგება...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები