მკითხველისთვის ბიჭს ფრის ეძახიან, რადგან ბავშვობიდან გაფრენაზე ოცნებობს. მისი ნამდვილი სახელი არავის ახსოვს – ფრიმ ხომ ფრთები გამოიგონა და თავისი სოფლიდან შორს, ძალიან შორს გაფრინდა. იმ ქვეყანას, სადაც გამომგონებელი ბიჭი აღმოჩნდა, პირველეთს უწოდებენ. სულ პატარა ქვეყანაა პირველეთი, თუმცა ახირებული მეფე ჰყავს, რომელმაც გადაწყვიტა იმპერატორი იყოს და პირველიონ პირველი დაირქვა. ფრის თავგადასავალი პირველეთში საინტერესოდ იწყება. იქ შეძენილი მეგობრები კი მისი ოჯახის წევრები ხდებიან. სასახლის მსახურები, ფრიდა და კოკ ლოზინი, არასოდეს მიატოვებენ ფრის გასაჭირში.
პირველიონ პირველი მკაცრი ხელმწიფეა. ის პირველეთელებს ფიქრს უკრძალავს და თავისუფლებას ართმევს. სამეფო კარზე დამსმენი ცქვიტო ჰყავს. ის მეფეს სიხარულით აცნობებს ხოლმე, თუკი პირველეთში ვინმემ ფიქრი გაბედა ან იმპერატორზე აუგი თქვა.
პირველიონ პირველი მხოლოდ მათ უსმენს, ვინც აქებს. მაგალითად: კარის პოეტ ტყუილიამ ლექსპირს. ის მუდამ ხოტბას ასხამს მეფეს და ხელმწიფეც კმაყოფილია. ასეთი მმართველობის გამო იმპერია შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება და რა დარჩენია მეფეს, გარდა იმისა, რომ შეიცვალოს? მაგრამ საქმე ისაა, რომ პირველიონ პირველს არ მოსწონს ცვლილებები.
ნეტავ, რა მოხდება ქვეყანაში? წაიკითხეთ და გაიგეთ, რა მოხდება პირველეთის სამეფო კარზე. რით დასრულდება პირველიონ პირველის ახირებული მმართველობა?