შრომა, გურია
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
2008
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მიხეილ ციხელაშვილი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სოფელ შრომის მცხოვრები რიჩარდ მუჯირი, მას მერე, რაც წინა საღამოს სახლში არმობრუნებულ ძროხას ტყეში დაგლეჯილს იპოვის, აბსურდულ ამბავში ეხვევა. დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სადაზღვევო კომპანიას გაუგონარი მოთხოვნები აქვს. მოთხრობაში – „შრომა, გურია“ – ამ უჩვეულო თავგადასავლის ფონზე იშლება პერსონაჟთა ისტორია და მათი პორტრეტები. მეორე მოთხრობა – „გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ – გვიყვება სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც მის გარშემო არსებული აპოკალიფსური რეალობაც კი ვერ ავიწყებს პირად განცდებსა და იმედებს, მრავალი მოზარდისთვის ნაცნობი პრობლემებით სავსე ცხოვრებას... მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც მკითხველმა გაიცნო მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული რომანით „მიბრუნება“, ახალ კრებულში თავისებური, ერთდროულად მსუბუქი და ემოციური თხრობით გვიხატავს გურიის სოფლისა თუ დედაქალაქის უბრალო მცხოვრებლების ნაცნობ რეალობას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები