იტვირთება...

ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო

ანჯელა ნანეტი

2020 წელი | აგორა
1,492 ნახვა
5
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ანჯელა ნანეტი იტალიელი საბავშვო და საყმაწვილო მწერლების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. 80-იან წლებში გამოაქვეყნა ინოვაციურად მიჩნეული თავისი პირველი რომანი „ადალბერტოს მოგონებები“, რომელიც ირონიითა და სიმსუბუქით მოგვითხრობს გარდატეხის ასაკის მოზარდების პრობლემებზე. ამ პირველ რომანს მოჰყვა არაერთი რომანი, რომელთა ძირითადი თემა ადამიანებს შორის ურთიერთობაა და რომელთა მთავარი პერსონაჟები ბავშვები და მოზარდები არიან. 1985, 2000 და 2003 წლებში მიიღო ანდერსენის პრემია „ბავშვობის სამყარო“ როგორც წლის საუკეთესო ავტორმა. 1995 წლიდან მთლიანად სამწერლო საქმიანობას მიუძღვნა თავი. ამ პერიოდში გამოიცა მისი რომანები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს არა მარტო იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც: „წელიწადის დროთა ცვლა“, „ადამო და აბელია“, „ანგელოზები“, „ფედერიკო და ტრომბონი“, „ზღვის თვალები“, „კალიოსტროს საიდუმლო“, „ბავშვი ბუდრიოდან“ (პრემია ისტორიული რომანისთვის), „მისტრალი”, „საყვარელი შვილი“ (პრემია “სტრეგა” 2020 წ.) და მრავალი სხვა. არის იტალიელ და ევროპელ მწერალთა და ხელოვანთა კავშირის საპატიო წევრი (რომი – იტალია); საყმაწვილო ლიტერატურის საერთაშორისო კომიტეტის საპატიო წევრი (ბაზელი – შვეიცარია). მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია. „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ მისი ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელმაც პრიზები და აღიარება მოიპოვა როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, ითარგმნა და გამოიცა ოცდასამ ქვეყანაში. (ახლა უკვე ოცდაოთხში). პირველად იგი 1998 წელს გამოქვეყნდა და ყველა ასაკის მკითხველს დაამახსოვრა თავი. ეს წიგნი ბავშვებმაც უნდა წაიკითხონ, რადგან ბევრი მათგანი ტონინოში საკუთარ თავს ამოიცნობს; მათმა მშობლებმაც, რათა უკეთესად გაუგონ შვილების ფანტაზიებსა და მათ, ერთი შეხედვით, უცნაურ საქციელს; და ბებია-ბაბუებმაც, თუ უნდათ, რომ თავიანთი ურთიერთობებით შვილიშვილებს სითბოთი და სიყვარულით დაამახსოვრონ თავი სამუდამოდ. ერთი სიტყვით, ეს წიგნი ყველა ასაკის ადამიანს მოეწონება და მათ საყვარელ წიგნად იქცევა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941958892
სათაური:
ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
თარგმანი:
იტალიურიდან
მთარგმნელი:
როზა ოდიშვილი
გვერდები:
147
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
1492
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]