ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
1851
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მარკო პოლო
გამომცემლობა
GAMS-print
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ვიდრე „ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის“ ქართველი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ამეტყველდებოდა, თითქმის 700 წლის განმავლობაში დაახლოებით ისეთივე მრავალფეროვანი გზა გამოიარა, როგორც თავის დროზე თავად მარკო პოლომ განვლო. ტოსკანელმა რუსტიკანო პიზელიმ ციხეში მოსმენილი ფრაგმენტებად ჩანიშნული ისტორიები მათი ევროპაში პოპულარიზაციის მიზნით ფრანგულ ენაზე დაწერა. სინიორ პიზელის ამ პრომო-სვლამ მართლაც გამოიღო შედეგი და ცოტა ხანში წიგნი მაშინდელი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბესტსელერად იქცა. მარკო პოლო 27 წელი მოგზაურობდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. როგორც წიგნის მთარგმნელი, ბ-ნი ნოდარ ლადარია აღნიშნავს, ეს წიგნი ერთი შეხედვით „ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის“ მოგზაური ვაჭრის ჩანაწერებია, თუმცა მასში აღწერილი ფაქტები ისტორიულ წყაროებსაც წარმოადგენს. სწორედ ამ ტექსტებმა შთააგონა ქრისტოფორე კოლუმბს აზიისკენ გზის საძებნელად გამგზავრება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები