ბოლო წერილი შენი შეყვარებულისგან
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
7219
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯოჯო მოიესი
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მე, შენამდეს“ ავტორის, ჯოჯო მოიესის ახალი, დაუვიწყარი, სულის შემძვრელი რომანი მკითხველის გულის დასაპყრობად ემზადება! ორი ეპოქა, ორი წყვილი, ორი ამბავი, ორი სიყვარული... ერთი მხრივ, სამოციანი წლების ლონდონში ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული ქალი და მამაკაცი, რომელთა ერთად ყოფნასაც უამრავი რამ ეღობება წინ, და მეორე მხრივ - თანამედროვე ლონდონი, ზედაპირული, ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი, პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ურთიერთობით, რომელიც რომელიმე მხარეს აუცილებლად აზარალებს და გულს ატკენს. წერილები: ძველი - ვნებიანი, თავბრუდამხვევი, ყოვლისშემძლე სასიყვარულო სიტყვებით სავსე; ახალი - მოკლე, მშრალი, ტექსტური შეტყობინებების ენაზე გამოხატული სათქმელით. სად გადაკვეთს ეს წერილები, ეს ორი ეპოქა, ეს ორი სიყვარული ერთმანეთს? რომელ წერტილში მოიყრიან თავს ერთად ენტონისა და ჯენიფერის, ელისა და ჯონის სიტყვები? „ხელნაწერები არ იწვიან“, სიტყვები კი, თუ ერთხელ წარმოითქვა, აღარასოდეს იკარგება და სამყაროში ყოველთვის თავის კვალს ტოვებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები