იტვირთება...

შუასაუკუნეების საიდუმლო საზოგადოებები და რაინდული ორდენები

სოლომონ ასურელი

2021 წელი | Solomon Asureli TM
1,381 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
20
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
როდესაც ვსაუბრობთ საიდუმლო საზოგადოებებზე და მათ იდეებზე, უნდა გამოვდიოდეთ მოსაზრებიდან, რომ ისინი თავის დროზე შექმნილი იყო ადამიანთა ჯგუფ(ებ)ის მიერ, რომელიც ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას, ცოდნას, შესაძლებლობებს, რომლებიც თავის მხრივ არ იყოს საერთო ცოდნის შემადგენელი. ამ ცოდნის და შესაძლებლობების მფლობელნი არ ჩქარობდნენ მათ ხელში არსებული და ნაგროვები გამოცდილებისა და ინფორმაციის განდობას სხვებთან, ამას სხვადასხვა მოტივაცია ჰქონდა: ცოდნის „ფლობის“ ექსკლუზიურობა, შიში, ამ შესაძლებლობების „არასწორ“ ხელებში ჩავარდნის, ან უბრალოდ საზოგადოება არ იყო სათანადოდ მზად ამ ცოდნის მისაღებად.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ესა თუ ის საიდუმლო საზოგადოება ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს, ცოდნას, ნაგროვებ გამოცდილებას, წესდებას, საერთო მიზნებსა და ამოცანებს. შესაბამისად, ყოველი ასეთი საზოგადოება ერთმანეთისგან განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საერთო თვისებებიც და გადაკვეთის წერტილებიც ჰქონდეთ. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ასეთი საზოგადოებები თანამშრომლობენ, ერთმანეთისგან „სწავლობენ“ და შესაძლოა ერთიანდებოდნენ, აერთიანებდნენ მათ ტრადიციებს, ცოდნასა და შესაძლებლობებს. საიდუმლოების ფარდა მათ საქმიანობას უფარავს სხვა ადამიანებს, ვინც არ არის ამ ექსკლუზიური ორგანიზაციების, საძმოების, ორდენების, ა.შ. წევრები. ეს ხშირად იწვევდა და იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას, განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში. ამასთან, „გაღიზიანების დონე“ ეფუძნება ამ ადამიანების ზოგად განათლებულობას, ერუდირებას, ინტელექტსა და სოციალურ მდგომარეობას.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
შუასაუკუნეების საიდუმლო საზოგადოებები და რაინდული ორდენები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
1381
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]