მგლის ცოლის ჩანაწერები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1497
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სალომე გოგოლაძე
გამომცემლობა
აფინაჟი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მკითხველო, აქ ჩემი სულის სავანეა, ფეხები დაიწმინდე და ფრთხილად შემოდი – მტვერი და ჭუჭყი გარეთ დატოვე და სუფთა გულით ეზიარე მას, რასაც მე უფალი მასწავლის. აქ, ჩემი სამყაროა, ჩემი დილა და საღამო, ჩემი მთვარე და ვარსკვლავები და ჩემი სულის ანკარა ნაკადულები მორაკრაკებენ. ყურს თუ დაუგდებ შენც გაიგონებ ხმას, პოეზიის მუსიკას. ნუ იქნები ისე მკაცრი, რომ ნაიარევზე ტკივილი დამიტოვო, დამწვარზე მდუღარე დამასხა და ირონიანარევი ღიმილით ჩამიარო გვერდზე. მე არ ველოდები შენს ტაშსა და კომპლიმენტებს, მე არ მინდა შენი შექება, მხოლოდ ერთს გთხოვ, ჩემი სულის ოაზისში როცა შემოაბიჯებ, ისე გაიარე, რომ ობოლ ხეებს ტოტები არ დაამტვირო, მე იგი, ჩემი სისხლითა და ცრემლით გამოვზარდე, ოფლით ვასაზრდოე. რაც მე გამაჩნია, მხოლოდ საჩუქარია და მე შენზე მდიდარი ვარ, უამრავი თვალ-მარგალიტის მფლობელი და მქონებელი და მინდა გიწილადო და გითხრა - აიღე და გაამრავლე, ამას ჰქვია სიკეთე... შეიგრძენი სურნელი ამქვეყნად მოვლენილი მშვენიერებისა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები