იტვირთება...

მეფე სოლომონის ტაძრის ღარიბი რაინდები - ტამპლიერები

სოლომონ ასურელი

2021 წელი | Solomon Asureli TM
2,020 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
12.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამ წიგნით მსურს ტაძრელთა - ტამპლიერთა ორდენის ისტორიას უფრო ვრცლად დავუთმო ქართულენოვანი მკითხველის ყურადღება, უფრო ღრმა კვლევა და ანალიზი წარმოგიდგინოთ, ძვირფასო მკითხველო, ამ საინტერესო, საიდუმლოებით მოცულ და გავლენიან რაინდთა ორდენზე, რომელსაც ჩემის ღრმა რწმენით საკუთარი არსებობა მე-14 საუკუნეში ნამდვილად არ შეუწყვეტია და დღესაც აქტიურად მოღვაწეობს. ამ თემას სხვა გამოცემებსაც ვუძღვნი, სადაც ტამპლიერთა ორდენს კიდევ სხვა რაკურსითაც წარმოგიდგენთ. ტაძრელთა ორდენი არ არის მასონური საძმოს ნაწილი, ის ცალკე არსებული ორდენია, რომლის წევრთა ნაწილი, მე-14 საუკუნეში დევნის გამო, გაწევრიანდა მასონთა გილდიებში და თუ რა მოუტანეს მათ მასონებს, სწორედ ამაზე, სხვა გამოცემაში ვისაუბრებ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
Non Nobis Domine, Non Nobis, Sed Tuo Nomini Da Gloriam! ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საფრანგეთის რევოლუცია მასონების ინიცირებული იყო. ჩემს ერთ - ერთ გამოცემაში დავადასტურე კიდეც, რომ რევოლუციის საწყის ეტაპზე მასში ნამდვილად მონაწილეობდნენ მასონები, იმ პერიოდში, საფრანგეთის პარლამენტართა 2/3 მასონი იყო, მათი უმრავლესობა საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის (რომელმაც წლების შემდგომ დაკარგა მასონური ორდენის რეგულარულობის სტატუსი) მიეკუთვნებოდა, ნაპოლეონიც და მისი გარემოცვის, ისევე, როგორც ოჯახის წევრების უმრავლესობა მასონები იყვნენ. ამასთან, მათ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღეს არა როგორც ერთიანი მასონური ორდენის წევრებმა, არამედ, როგორც საფრანგეთის ინდივიდმა მოქალაქეებმა, პატრიოტებმა, რომლებსაც სურდათ ცვლილებები. ისტორიიდან ცნობილია, რომ მოგვიანებით საფრანგეთის რევოლუციამ ელფერი იცვალა, დაიწყო იაკობინელთა ტერორი, მასონთა უმეტესობა, მ.შ. დიადი ოსტატიც, სიკვდილით დასაჯეს, იმავე გილიოტინაზე, ისევე როგორც მანამდე მეფე ლუი XVI . ერთ მშვენიერ ზაფხულს ვეწვიე პარიზს და ერთ-ერთ საღამოს მომეცა საშუალება ჩემთვის დამოუკიდებლად (იმ ჯგუფისაგან და საქმისაგან, რის გამოც ვიყავი ჩასული ამ საინტერესო ქალაქში) მესეირნა და პატარა „კვლევა“ ჩამეტარებინა. ნოტრ დამთან სიახლოვეს ერთ-ერთ ხიდთან შევნიშნე კიბე, რომელიც მდინარე სენაზე ჩადიოდა, მიყვარს მდინარის პირზე ჯდომა თუ სეირნობა და ამიტომაც ვისარგებლე საშუალებით და კიბის საფეხურებს ჩავუყევი. უკან სამანქანო სანაპიროზე ამოსვლის დროს, კედელზე რკინის ფირფიტა - აბრა შევამჩნიე და ტურისტული ინტერესის გამო, ჩემი არც თუ ისე ღრმა ფრანგულის ცოდნით, დავიწყე აბრაზე წარწერის კითხვა. მხოლოდ იმის გარჩევა შევძელი, რომ გამომეტანა დასკვნა - აქ, ამ ადგილას, თავის დროზე, ჟაკ დე მოლე, ტამპლიერთა დიადი ოსტატი დაწვეს.....
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მეფე სოლომონის ტაძრის ღარიბი რაინდები - ტამპლიერები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
2020
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]