მე აღსარებას ვაბარებ ლექსებს...
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4981
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი ზარქუა
გამომცემლობა
გიორგი ზარქუას წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მე აღსარებას ვაბარებ ლექსებს...“ გიორგი ზარქუას პირველი პოეტური კრებულია, რომლის უმთავრეს სათქმელს ავტორი , მინიმალისტური ლექსის ერთ-ერთი სტრიქონით, სათაურშივე გვიმხელს. ლექსით განდობილი ნაფიქრალი პოეტის გულწრფელი განცდებისა და დამოკიდებულებების ნაზავია - ერთგვარი ნაკადი, აზრთა თანმიმდევრული მდინარება , რომელიც საკუთარ თავთან და სინამდვილესთან ჭიდილში, ავტორის მეამბოხე სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. მრუდე ჩარჩოების , დოგმებისა და ტაბუების მსხვრევა იმ ჯაჭვის რგოლებია , რომელიც მის პოეზიას ქმნის და თავად ავტორიც, ვერცხლისწყალივით, რგოლიდან რგოლზე უკეთესი მომავლის რწმენით მიედინება. „სიტყვაკაზმულობას ფარსის სუნი ასდის...“ - ირწმუნება სიღრმის ძიებისას პოეტი, თუმცა აწყდებით „გაძარცვულ თავის ქალას“ , რომელიც „მთელდება“ და ნათელი ხდება, რომ სათქმელი მხატვრულ ხერხებსა და სახეებშია შეფარული. ერთადერთი, რასაც ის მკითხველის წინაშე აშიშვლებს, მძაფრი ემოციაა - მკაფიო და უწყვეტი ხაზი მის შემოქმედებაში. გიორგი ზარქუას პოეზიის თემატიკა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ლექსის ტიპი და ფორმა. ვერსიფიკაციის თავისებურებები ავტორის ხელწერასა და ხმას მკითხველისთვის იოლად ამოსაცნობს ხდის და ის განსხვავებულ სააზროვნო და ემოციურ სივრცეში გადაჰყავს. - ია კოროშინაძე /რედაქტორი/
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები