წითელი და შავი
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
17791
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სტენდალი
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რატომ "წითელი და შავი"? სტენდალის რომანის ამ სათაურზე ლიტერატურის კრიტიკოსები დღემდე დაობენ. ერთი რამ კი ფაქტია: სტენდალის "წითელი და შავი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს, რაც ფოკუსირდება ახალგაზრდა პროვინციელი გლეხის, ნიჭიერი ჟულიენ სორელის პიროვნებაში, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე წინსვლა სურს. ნიჭიერი ადამიანი, სამწუხაროდ, თანამედროვე სოციუმშიც იწვევს მინიმუმ გაუგებრობასა და შურს. ჟულიენი ადვილად ერკვევა საგანთა ჭეშმარიტებაში, რომელსაც ელიტა იდეოლოგიური და სხვა შირმებით ნიღბავს. მას მიწაზე მყარად დგომა სურს. ჟულიენის ტალანტი ქვეყანას სჭირდება, მაგრამ, როცა საქმე პირადულზე მიდგება, მას უარყოფენ. რომანის მთავარი გმირის მდგომარეობაში ნებისმიერი ახალგაზრდა შეიძლება აღმოჩნდეს. ჟულიენის ტრაგედია ისაა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახდენს. ის მკაცრი ცხოვრების ლაბირინთიდან თავდაღწევასა და ელიტის სამსახურში დაკარგული სულის პოვნას ცდილობს. ჟულიენ სორელი იმ ტრაგიკული ეპოქის შვილია, რომელშიც ადამიანები სოციალურ კიბეზე წარმატების მისაღწევად ზნეობას ივიწყებდნენ. იქ, სადაც ძალა მეფობს, სულიერება ზედმეტია. პიროვნება რწმენისთვის, სიყვარულისთვის ისჯება და გარემოების მსხვერპლი ხდება. ჟულიენი ორ, წმინდა ზნეობრივი და გონივრული პრაქტიციზმის, სამყაროში ცხოვრობს. მასში მუდმივად ორი გრძნობა იბრძვის: ვნება და პატივმოყვარეობა. ის მუდმივად ორცეცხლშუა დგას, ალბათ, ამიტომაც დაარქვა ადამიანთმცოდნეობის ოსტატმა სტენდალმაც ამ რომანს "წითელი და შავი".
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები