ცოცხალმკვდარი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1120
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯემ მუმჯო
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მთარგმნელისგან: ჯემ მუმჯუ თავის რომანში "ცოცხალმკვდარნი" მთელი სიმძაფრით გადმოსცემს ადამიანურ სისუსტეებს, მანკიერებებს, უფრო მეტიც, სულიერ სიმახინჯეებს. ამაში, მწერალს ალბათ მისი მეორე პროფესიაც ეხმარება: იგი ხომ ცნობილი ფსიქიატრია და ხშირად უწევს სულის ხვეულებში მოგზაურობა. წიგნის კითხვისას, დროდადრო, გვაძრწუნებს გმირების (თუ ანტიგმირების?!) ქმედებები, სიმწრის ოფლი გვასხამს და საკუთარ თავს ვეკითხებით: ნუთუ?.. მწერალს არ ეშინია თვალი გაუსწოროს საკუთარ, თუ, ზოგადად, ადამიანის შინაგან სამყაროს. ჩვენც გვაიძულებს გამოვფხიზლდეთ და ავირჩიოთ ჩვენი გზა. რომანში მთელი სისავსით დგას მარადიული პრობლემა - კეთილისა და ბოროტის, ნათელისა და ბნელის ჭიდილი. ეს არის წიგნი სიკვდილზე, მაგრამ ამავე დროს, თვითგადარჩენის, ჭაობიდან ამოსვლის, სიცოცხლის საოცარ წყურვილზე. მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გიჩნდებათ, არის: შეუძლია ადამიანს დაამარცხოს მის სულში ჩაბუდებული დემონი?
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები