ცირკი მიდის

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1456

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მთარგმნელისგან: "ცირკი მიდის" ნობელიანტი მწერლის, პატრიკ მოდიანოს რიგით მეჩვიდმეტე რომანია. ისევე, როგორც მისი ნაწარმოებების უმრავლესობა, ეს რომანიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მწერალი მისთვის საყვარელ თემას ირჩევს - სასიყვარულო ინტრიგას ქალთან, რომელიც ქრება. მოქმედება დაახლოებით 1963 წელს ვითარდება პარიზში, ალჟირის ომის დროს. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლის პროტოტიპი, დროდადრო ახსენებს საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდს, რომლის გაუთვალისწინებლად მისი ცხოვრება გაუგებარი იქნებოდა. სასიყვარულო-დეტექტიური ხასიათის რომანი ჰიპნოზივით გვნუსხავს არა მხოლოდ შინაარსით, არამედ მწერლის ხელწერითაც. ამ ნაწარმოების მიხედვით ალენ ნაუმმა 2009 წელს გადაიღო ტელეფილმი "ხალხი, რომელიც მიდის". რეჟისორმა მოახერხა გადმოეცა ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელსაც პატრიკ მოდიანო ოსტატურად ქმნის თავის რომანებში.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-464-52-2
გამომცემლობაელფის გამომცემლობა
გვერდები136
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელიალინა ოქროპირიძე
გამოცემის წელი2016