ღირსების ველები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1228
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჟან რუო
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჟან რუო 1952 წელს საფრანგეთის პატარა პროვინციულ ქალაქში დაიბადა - ქვედა ლუარაზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროს ახლოს. ნანტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არც უფიქრია, პროფესიონალი ფილოლოგი გამხდარიყო. შინაგანი თავისუფლება სოციალურ ნორმებთან შეუთავსებლად მიაჩნდა და ხან ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ხან კი ქუჩაში ვაჭრობდა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კი პარიზში გადავიდა და მუშაობა დაიწყო გაზეთების კიოსკში, რომელიც მალე ლიტერატურულ-პოლიტიკური დისკუსიების ადგილად იქცა. და, როცა გაზეთების სრულიად უცნობმა დისტრიბუტორმა მისი პირველი რომანი - "ღირსების ველები" გამოაქვეყნა (1990), აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო ლიტერატურული ცდა კი არა, ისეთი ნაწარმოები იყო, რომელსაც კრიტიკამ "ბოლო ათწლეულის ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა" უწოდა და ავტორს გონკურების აკადემიის პრესტიჟული პრემიაც მოუტანა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები