არსთა მესნევი
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
11916
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯალალ ედ-დინ რუმი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273), რომელიც ასევე ცნობილია ზედწოდებით „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“) გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს. მასნავიე მა’ნავი (როგორც ტრადიციულად ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში იყო მიღებული „ზნეობრივი მესნევი“, წინამდებარე თარგმანით კი – „არსთა მესნევი“) პირველად გამოიცა ლონდონში 1925-1940 წლებში რვა ტომად. გამოცემას თან ახლდა პოემის ინგლისური თარგმანი და 25 632 ბეითს მოიცავდა. ეს არის მისტიკურ-დიდაქტიკური პოემა 6 დავთრად (რვეულად). რუმი პოემას კარნახობდა ჰოსამ ედ-დინ ჰასან ჩალაბის, რომელიც ტექსტს მრავალი წლის განმავლობაში იწერდა. ბოლო საავტორო რედაქცია კი შესრულდა 1272 წელს. მადლიერების ნიშნად, რუმიმ პოემა სწორედ ჰოსამ ედ-დინს მიუძღვნა. „მასნავი“ – ლექსის ფორმით შექმნილი ნამდვილი ენციკლოპედია სუფიზმისა – სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალია. თვითონ რუმის მიაჩნდა, რომ პოემის მეშვეობით ის ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა. ამ შედევრის შექმნის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, მაგრამ მის პოპულარობას არათუ არაფერი დაჰკლებია, არამედ პირიქით, რაც დრო გადის, „არსთა მესნევის“ თაყვანისმცემელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები