შიშის მოლოდინში
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1874
ყველა პაკეტი
ანოტაცია
"პირველი თურქი პოსტმოდერნისტი მწერალი, ოღუზ ათაი (1934-1977), ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად - ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს - მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვითმკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა. თხრობის ირონიულ სტილს მიზანში ინდივიდთან ერთად, საზოგადოებაც აქვს ამოღებული. მარგინალების სულის შრეებად დაშლისას სააშკარაოზე გამოდის მათი მშობელი გარემო, კულტურა, საზოგადოება. შიშის მოლოდინში არაჩვეულებრივი 8 მოთხრობისგან შედგება, რომლებიც საკმარისად გვაცნობენ ოღუზ ათაის სამყაროს. მისი გმირების საერთო ბედი მარტოობა და წარუმატებლობაა. ინტელექტუალებიც და უმეცრებიც „ძირითადად გაუგებარი პროტესტის მდგომარეობაში“ არიან; იმ პირობებს აპროტესტებენ, რომლებიც გარემომ დააკისრა, თუმცა არ იციან, რა მოიმოქმედონ. მოკლებულნი არიან სათანადო ცოდნასა და აღქმის უნარს, მეტიც, - საზოგადოებრივ გარემოს. „მე აქა ვარ, საყვარელო მკითხველო; ნეტავ შენ სადა ხარ?“ - ამ სიტყვებით მთავრდება წინამდებარე კრებული. იმედია, ამ კითხვაზე პასუხის გამცემი ქართველი მკითხველი ცოტა არ იქნება." - მთარგმნელისგან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები