სტამბოლი, სტამბოლი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1945
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბურჰან სონმეზი
გამომცემლობა
აგორა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წარმოშობით ქურთი მწერალი ბურჰან სონმეზი 1965 წელს დაიბადა ჰაიმანას რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში. განათლებით იურისტი, ადვოკატად მუშაობდა სტამბოლში და სპეციალიზებული იყო ადამიანთა უფლებების საკითხებში. არაერთი პატიმრობისა და ციხეებში წამების შემდეგ, იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი და დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. შემდეგ თურქეთში დაბრუნდა და წერა გააგრძელა. ის წერს იმას, რასაც ფიქრობს და მას გაბედული მწერლის სახელით იცნობენ. მისმა რომანმა „უცოდველი“ 2011 წელს მიიღო სედათ სიმავის ლიტერატურული პრემია, ხოლო რომანმა „სტამბოლი, სტამბოლი“, ვაცლავ ჰაველის ფონდის პრემია. ამ რომანში ბურჰან სონმეზი მოგვითხრობს ორი კვადრატული მეტრის საკანში ჩამწყვდეული ოთხი პატიმრის ცხოვრებას, რომლებიც წამებიდან წამებამდე ცდილობენ ერთმანეთი სახალისო ამბების მოყოლით გაამხნევონ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები